მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეებთან

“იუვენტუსის” სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეებთან

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „ჩელსი“, „ზენიტი“ და „მალმიო“ იქნებიან. თავის დროზე „ბებერ ქალბატონს“ ხსენებული სამივე გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და ასეთი სტატისტიკა აქვს.

V „ჩელსი“ – 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება (7:5 ბურთების ბალანსი)

„იუვენტუსი“ „ჩელსის“ ოთხჯერ შეხვედრია. 2008-2009 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონელებმა შინ 1:0 მოიგეს, ხოლო ტურინში ფრე 2:2 დაფიქსირდა და მომდევნო ეტაპზე ინგლისელები გავიდნენ. 2012-2013 წლების სეზონში ამ გუნდების გზები ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა და მაშინაც „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო. „სტემფორდ ბრიჯზე“ „იუვე“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა – 2:2. „ალიანც სთედიუმზე“ ტურინულმა გრანდმა 3:0 მოიგო, ჯგუფში თვითონ პირველი ადგილი დაიკავა, „ჩელსი“ კი ჯგუფში ჩარჩა.

საინტერესოა, რომ „იუვენტუსს“ ინგლისურ კლუბებთან ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (2018 წლის ნოემბერში „მანჩესტერთან“) – 5 მოგება, 4 ფრე.

V „ზენიტი“ – 1 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება (1:0)

„იუვენტუსს“ „ზენიტთან“ ორჯერ უთამაშია. 2008-2009 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ტურინში ყველაფერი ალესანდრო დელ პიეროს ულამაზესმა ჯარიმამ გადაწყვიტა, ხოლო სანქტ-პეტერბურგში გოლი არ გასულა.

V „მალმიო“ – 2 მოგება, 0 ფრე, 0 წაგება (4:0)

„იუვე“ „მალმიოს“ ორჯერ შეხვედრია და ორივე თამაში მოუგო. 2014-2015 წლების სეზონში ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ და ტურინში კარლოს ტევესის დუბლით „ბებერმა ქალბატონმა“ 2:0 მოიგო, ხოლო შვედეთში გოლები ისევ ტევესმა და ფერნანდო ლორენტემ გაიტანეს – 2:0. იმ სეზონში „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …