მთავარი / სიახლეები / იტალიური მედია: რონალდუსა და “იუვეს” ურთიერთობა დასრულდა

იტალიური მედია: რონალდუსა და “იუვეს” ურთიერთობა დასრულდა

კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსის” სამწლიანი ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულდა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო და რომეო აგრესტი ავრცელებენ.

“იუვესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ბოლო კონტაქტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ ტურინელები პარასკევს ელოდებიან ინგლისური გუნდისგან საბოლოო შეთავაზებას და ტრანსფერზე მწვანე შუქიც აინთება.

“იუვენტუსი” 30 მილიონ ევროს ითხოვს. რომეო აგრესტი იმასაც იტყობინება, რომ კრიშტიანუმ თავის ახლობლებს აცნობა, რომ ტურინული კლუბის მაისურით აღარ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვეს” რიგებში 2018 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. დიდი ალბათობით მისი ტურინული კარიერა “უდინეზესთან” არჩათვლილი გოლით დასრულდა.

 

Nuovi aggiornamenti dalle ore 23.00: Ronaldo e la Juve sono pronti a separarsi 👇

Posted by Gianluca Di Marzio on ხუთშაბათი, 26 აგვისტო, 2021

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …