მთავარი / სიახლეები / იტალიელი ჟურნალისტი: “იუვენტუსის” მწვრთნელისგა ასეთი განცხადება მიუღებელია!”

იტალიელი ჟურნალისტი: “იუვენტუსის” მწვრთნელისგა ასეთი განცხადება მიუღებელია!”

მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ პსჟ-სთან შეხვედრა „იუვესთვის“ მნიშვნელოვანი არაა და მათ გადამწყვეტი დაპირისპირება „ბენფიკასთან“ ელით, პსჟ-ზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშები კი „სალერნიტანასა“ და „სპეციასთან“.

ამის გამო ალეგრი ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის, იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო რავეცანიმ:

„ალეგრის უნდა ესმოდეს, რომ ამ თამაშის ხარისხით კმაყოფილება მხოლოდ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მას. პსჟ-სთან თამაშის წინ გაკეთებული განცხადება კი უბრალოდ მიუღებელია ყველასგან, ვინც ისეთ დიდებულ კლუბს წვრთნის, როგორიც „იუვენტუსია“. მისი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მან დაკარგა კავშირი იმ გარემოსთან, რომელშიც მუშაობს“, – წერს რავეცანი ტვიტერში.

იტალიელ ჟურნალისტს კომენტარები გულშემატკივრებმა დაუწერეს, საიდანაც ერთ-ერთი ასეთია: „სერიოზული კლუბი მას ამ განცხადების შემდეგ დღესვე გააგდებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მას კლუბში უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ხელმძღვანელობას“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …