მთავარი / სიახლეები / ისევ კიეზას გარეშე: “იუვეს” განაცხადი “მალმიოსთან”

ისევ კიეზას გარეშე: “იუვეს” განაცხადი “მალმიოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „მალმიოსთან“ მატჩისთვის ცნობილია. ისევ ვერ ითამაშებს ფედერიკო კიეზა, რომელმაც მატჩამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა სათამაშოდ ჯერ მზად არაა.

განაცხადში ასევე არ არის ფედერიკო ბერნარდესკი, ხოლო გუნდს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ.

მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი

მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი

ნახევარმცველები: რემზი, მაკკენი, რაბიო, ლოკატელი, ბეტანკური, კულუშევსკი

თავდამსხმელები: მორატა, დიბალა, კინი

შეგახსენებთ, რომ „მალმიოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …