მთავარი / სიახლეები / სერია A / “ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ინტერი“ სტუმრად ფილიპ კოსტიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – სასწაული არ გაუკეთებია, მაგრამ ყოველთვის უსაფრთხოდ ითამაშა.

გატი 7 – „მონცასთან“ ფლოპიდან ორი თვის განმავლობაში არ უწევდა თამაში. შემდეგ „ფრაიბურგთან“ და „ინტერთან“ ის უდავოდ მაღალ დონეზე გაისარჯა, სიმკაცრით და ფიზიკურობით.

ბრემერი 6.5 – ლუკაკუსთან დუელს შიშის გარეშე შეხვდა და მოიგო კიდეც.

დანილო 6.5 – არა მხოლოდ თავისი ზონა დაბლოკა, არამედ შეტევებშიც ერთვებოდა.

დე შილიო 6 – თავისი დავალება ეფექტურად შეასრულა.

კუადრადო 6 – ესტაფეტა დე შილიოსგან გადაიბარა და დავალება კარგად შეასრულა.

ფაჯოლი 7.5 – სეზონი დაიწყო, როგორც ბოლო არჩევანმა ნახევარდაცვაში, ახლა მასზე უკეთესი მარჯვენა „მეძალას“ პოვნა ამ შემადგენლობაში ძნელია.

ლოკატელი 6.5 – ყოველთვის არ არის ზუსტი შეტევის წამოწყებაში, მაგრამ დაცვის წინ ფუნდამენტურია. 55-ე წუთზე ჩალჰანოღლუზე ბლოკი გოლის ტოლფასი იყო.

რაბიო 7.5 – ხელი არის, ხელი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ის რჩება „ბიანკონერის“ ნახევარდაცვის დომინანტად. ის ასევე დომინირებს „სან სიროზე“, ეს არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც „იუვე“ წლების განმავლობაში ელოდა.

კოსტიჩი 7 – ამჯერად, ასისტმენობიდან გამარჯვების გოლის ავტორად იქცა, რომელიც სამი ქულის მომტანია, უბრალოდ იდეალურია.

სულე 5.5 – ცოტა მეტისმეტად მსუბუქი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეხმარება გუნდს, არცთუ მცირედ დაცვაში, მაგრამ ბოლო 30 მეტრში თამაში და არჩევანი არასწორია.

კიეზა 6 – ცდილობს თავისი კვალი დატოვოს, მაგრამ ტრავმის გამო მოედანზე დატოვა.

პარედესი შ.გ – ის თამაშის დასრულების შემდეგ გააძევეს.

ვლაჰოვიჩი 5.5 – ცდილობს მაქსიმალურად, მაგრამ ზოგჯერ არასწორ არჩევანს აკეთებს.

ალეგრი 7 – დი მარია ქურთუკსაც კი არ იხდის, კიეზა მხოლოდ 15 წუთი ძლებს, პოგბა არასდროს ჰყოლია. და, „სან სიროზე“ კიდევ ბევრი აკლდა, მაგრამ „იუვეს“ დონის თამაში ვნახეთ, „იუვესთვის“ დამახასიათებელი გამარჯვება. ბოლო წუთებში დაძაბულობის გამო სათადარიგო სკამი დატოვა და გასახდელში შევიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …