მთავარი / სიახლეები / ზიდანი: “რონალდუს “რეალში” დაბრუნებაზე ჭორები შეიძლება სიმართლეა”

ზიდანი: “რონალდუს “რეალში” დაბრუნებაზე ჭორები შეიძლება სიმართლეა”

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ გამორიცხავს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ესპანურ გრანდში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ „ატალანტასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეიძლება ეს ჭორები სიმართლე იყოს. ყველამ იცის მან „რეალისთვის“ რა გააკეთა და კარგად ვიცნობთ. ამ ეტაპზე „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და ამას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ რა მოხდება მომავალში. რონალდუს მწვრთნელობა დიდი სიმდიდრე იყო“, – განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა“ 2018 წელს მადრიდის „რეალიდან“ შეიძინა. პორტუგალიელს „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ კლუბს მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს. კრიშტიანურ ანგარიშზე „ბიანკონერის“ რიგებში 122 მატჩში 95 გოლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …