მთავარი / სიახლეები / ვის დაიმატებს “იუვე” რონალდუს წასვლის შემდეგ?

ვის დაიმატებს “იუვე” რონალდუს წასვლის შემდეგ?

ტურინის “იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუ ტოვებს და ბუნებრივია გუნდს სატრანსფერო დახურვამდე ახალი თავდამსხმელი სჭირდება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა ფავორიტი “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუშია, მაგრამ პეპ გვარდიოლა ბრაზილიელ ფორვარდთან შელევას არ აპირებს. “იუვეს” ბოსები მაურო იკარდისაც დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ. არგენტინელს პსჟ-ში დარჩენა უნდა, განსაკუთრებით თუ გუნდს კილიან მბაპე დატოვებს.

ახლა კი, ტურინელები მუშაობას სხვა მიმართულებით იწყებენ, სადაც აქცენტს ახალგაზრდა იტალიელ თავდამსხმელზე გააკეთენ. წყაროს თანახმად, ტურინელთა თვალთახედვის არეში მოიზე კინი, ჯანლუკა სკამაკა და ჯაკომო რასპადორი არიან.

თუმცა, არის კიდევ ორი ვარიანტი და ორივე ლონდონის “არსენალში” თამაშობს: პიერ ემერიკ ობამეიანგი და ალექსანდერ ლაკაზეტი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …