მთავარი / სიახლეები / დი მარციო: “იუვენტუსმა” შესაძლოა მაკკენი გაყიდოს

დი მარციო: “იუვენტუსმა” შესაძლოა მაკკენი გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში ვესტონ მაკკენის შეელიოს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო წერს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, ამერიკელი ხელშეუხებელ ფეხბურთელთა შორის არაა და თუ კლუბი კარგ წინადადებას მიიღებს აუცილებლად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრის მირალემ პიანიჩის გუნდში დაბრუნება უნდა, მაგრამ რომელიმე ნახევარმცველი თუ კლუბს არ დატოვებს, ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომაც, შესაძლოა პიანიჩის დაბრუნებას მაკკენი შეეწიროს დ ამას კლუბის დატოვება მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მაკკენი გასულ ზაფხულს „შალკედან“ ინათხოვრა, ხოლო მიმდინარე წელს 18 მილიონ ევროდ გამოისყიდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა. 22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 46 თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …