მთავარი / სიახლეები / დი მარია: “რონალდუ პსჟ-ში თამაშის სურვილით ალბათ კვდება”

დი მარია: “რონალდუ პსჟ-ში თამაშის სურვილით ალბათ კვდება”

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა თქვა, რონალდუ პსჟ-ში თამაშის სურვილით კვდება.

„რონალდუ პსჟ-ში ყოფნის სურვილით ალბათ კვდება. ამ კლუბის ფეხბურთელების ხარისხი უნიკალურია. ეს ხშირად არ ხდება და საუკეთესო მოთამაშეებს საუკეთესოებთან ერთად თამაში სურს. კრიშტიანუს ნამდვილად სურდა აქ ყოფნა, მაგრამ პსჟ-მ საბედნიეროდ მესისთან გააფორმა კონტრაქტი. ასე უკეთესია“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია და კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელები მადრიდის „რეალში“ იყვნენ. პორტუგალიელს პსჟ-ს აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ეს თემა მიმდინარე ზაფხულს აქტუალური აღარ არის. ისე კი, ესპანური პრესის ცნობით, მომდევნო ზაფხულს რონალდუმ შესაძლოა პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …