მთავარი / სიახლეები / დი მარიას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, “იუვემ” ჯერ შეთანხმევას ვერ მიაღწია

დი მარიას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, “იუვემ” ჯერ შეთანხმევას ვერ მიაღწია

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი „იუვესთან“ ახლოსაა, მაგრამ გარიგება ჯერ არ დასრულებულა.

Tuttosport-ის ცნობით, ფედერიკო კერუბინი ლონდონში ჩავა, სადაც 1 ივნისს იტალიისა და არგენტინის მატჩს დაესწრება. ცხადია, ამის მიზეზი დი მარიას თამაშზე დაკვირვება არაა, არამედ მის გარემოცვასთან შეხვედრა, რომ საბოლოო შეთანხმება შედგეს.

„იუვენტუსს“ სურს დი მარია ორი წლით დაიმატოს, ხოლო ფეხბურთელი მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტზეა თანახმა, რის გამოც ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და „იუვენტუსი“ მის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით ცდილობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …