მთავარი / სიახლეები / დე ლიხტს პრემიერლიგაში იწვევენ, “იუვეს” მისი შენარჩუნება სურს

დე ლიხტს პრემიერლიგაში იწვევენ, “იუვეს” მისი შენარჩუნება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და მის აგენტს, რაფაელა პიმენტას კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა კიდეც.

თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რომელსაც ჯერ მზაობა არ გამოუხატავს კონტრაქტის განახლებაზე. რომეო აგრესტის ინფორმაციით, თუ დე ლიხტი ხელშეკრულების განახლებაზე უარს იტყვის, ყურადღება პრემიერლიგიდან ინტერესს უნდა მიექცეს.

დე ლიხტის უარის შემთხვევაში შესაძლოა ვითარება სწრაფად შეიცვალოს და „იუვემ“ ნიდერლანდელის გაყიდვა გადაწყვიტოს, რომ უფასოდ არ დაკარგოს. მატაისს ინგლისის პრემიერლიგიდან ლონდონის „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ. მას კონტრაქტი „ბებერ ქალბატონთან“ 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მისი ტრანსფერი ტურინულ გრანდს თავის დროზე 75 მილიონი ევრო დაუჯდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …