მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი ტრავმის გამო “რომასთან” ვერ ითამაშებს

დე ლიხტი ტრავმის გამო “რომასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი ტრავმირებულია და „რომასთან“ ვერ ითამაშებს.

გუშინ მაქს ალეგრიმ თქვა, რომ დე ლიხტი კარგად იყო და სათამაშოდ მზად იყო, რადგან სანაკრებო პაუზის დროს, ნიდერლანდების ნაკრებში ლუის ვან გაალმა ის საერთოდ არ ათამაშა და თადარიგში დატოვა.

თუმცა, დე ლიხტი „რომასთან“ მატჩის განაცხადში მოულოდნელად ვერ მოხვდა. გავრცელებული ცნობით, ნიდერლანდელს კუნთების მცირე გადაღლილობა აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია როდემდე იუქმებს დე ლიხტი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …