მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “პირველი გოლის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ”

დე ლიხტი: “პირველი გოლის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველი გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა.

„75-ე წუთამდე თანაბარი თამაში იყო. რეალური საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. პენალტის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ. როცა 0:1-ს აგებ, მაინც შეგიძლია გატანა, პირველი გოლის შემდეგ უკეთ უნდა გვეთამაშა“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …