მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს”

დე ლიხტი: “კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა ნიდერლანდურ გამოცემა NOS-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, კონტრაქტის განახლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ნიდერლანდების ნაკრების ძირითადში ადგილის დაკარგვა? ადრე ყოველთვის ვთამაშობდი, როცა მწვრთნელი კუმანი იყო, ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ ცუდად. მაშინ სხვა ბიჭები სათადარიგო სკამზე ისხდნენ, მაგალითად, სტეფან დე ვრეი. ისინი არასდროს წუწუნებდნენ და ვფიქრობ, მეც უნდა ვიყო ასეთი პროფესიონალი. საბოლოო ჯამში, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო გამოსვლა. კონკურენცია პრობლემა არ არაა, ვფიქრობ, ეს კარგია ნიდერლანდური ფეხბურთისთვის.

პოზიცია? ეს არის ფეხბურთი. ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ვთამაშობ იქ, სადაც ნაკრების მწვრთნელს ვჭირდები. „იუვენტუსში“ მითამაშია, დაცვის ცენტრის მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, სამკაციან დაცვაშიც და 4-კაციან დაცვაში მარჯვენა ფლანგზეც კი.

კონტრაქტის განახლება? მოლაპარაკებები არის, მაგრამ ისე არ არის, რომ უკვე შეთანხმება მიღწეული იყოს, როგორც ეს დაიწერა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ ჯერ საწყის პერიოდში ვართ. მე კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი მაქვს, ასე რომ, ამაზე სასაუბროდ დრო ბევრია.

ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ პროგრესია. ის ფაქტი, რომ ახლა მოვიაზრები „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ლიდერად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს მეტყველებს, რომ რაღაც კუთხით ძალიან გავიზარდე. ჩემთვის მხოლოდ განვითარებაა მნიშვნელოვანი, ამ დროისთვის „იუვენტუსთან“ ერთად“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტს „იუვენტუსში“ 117 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …