მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი “იუვეს” დაემშვიდობა: “ყოველთვის ჩემს გულში იქნებით”

დე ლიხტი “იუვეს” დაემშვიდობა: “ყოველთვის ჩემს გულში იქნებით”

მატაის დე ლიხტი „იუვენტუსს“ სპეციალური წერილით დაემშვიდობა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ბაიერნში“ გადავიდა, დაწერა, რომ „იუვენტუსი“ ყოველთვის მის გულში იქნება.

„დადგა დრო ჩემი კარიერის ძალიან ლამაზი გვერდის დახურვის. ძალიან დიდი მადლობა „იუვენტუსის“ ოჯახს, კლუბს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, სტაფსა და ტიფოფებს ჩემდამი გამოჩენილი სიყვარულისთვის. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლა და ამ კლუბში თამაში. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით“, – დაწერა დე ლიხტმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ სამი სეზონის განმავლობაში 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …