მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “ეს არის გზა, რომელზეც სიარული უნდა გავაგრძელოთ”

დე ლიხტი: “ეს არის გზა, რომელზეც სიარული უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ზენიტთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, სწორ გზაზე არიან და ასე უნდა გააგრძელონ.

„რთული თამაში იყო, რთული მეტოქის წინააღმდეგ, ამიტომ, ეს 1:0 ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი გვაქვს. რამდენიმე დადებითი ასპექტი იყო, ერთი ისაა, რომ ზედიზედ მეოთხე თამაშია კარი მშრალად შევინახეთ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ის გზაა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, უპირველეს ყოვლისა „ინტერის“ წინააღმდეგ. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და ვაჩვენებთ ჩვენს ყველა თვისებას. მე თავს კარგად ვგრძნობ, უფრო მოწიფული ვარ და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვუმატებ“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში 9 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. მომდევნო მატჩს ტურინული გრანდი 24 ოქტომბერს, სტუმრად მილანის „ინტერთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …