მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “ალეგრი სასწაულებს ვერ მოახდენს, პრობლემა გუნდის გასახდელია”

დელ პიერო: “ალეგრი სასწაულებს ვერ მოახდენს, პრობლემა გუნდის გასახდელია”

ალესანდრო დელ პიერომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვენტუსზე“ ილაპარაკა. ის ფიქრობს, რომ მასიმილიანო ალეგრი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ სასწაულმოქმედი არ არის.

რეაქცია – რასაკვირველია რეაგირება საჭიროა, გუნდმა იცის მომენტის დელიკატურობა. ზეწოლა ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი იქნება ყველაზე გამოცდილი მოთამაშეების მუშაობა, ასევე ალეგრის. აუცილებელია თავიდან იქნას აიცილებული ნებისმიერი დისკუსია, რომელიც დაკავშირებულია გასულ სეზონთან, სატრანსფერო ბაზართან, მათთან, ვინც იქ აღარ არის.

შესაძლო სკუდეტო – სამი ტურის შემდეგ რვა ქულა საშიში არ არის. პრობლემა არ მდგომარეობს სატურნირო ცხრილში, არამედ გუნდის თამაშით და ფეხბურთელთა გონებაში. ვისაც ლიდერის მეტი თვისებები და გამბედაობა აქვს, გუნდი კრიზისიდან მათ უნდა გამოიყვანონ. „იუვეს“ მაღალი ღირებულების ფეხბურთელები ჰყავს და არ უნდა განვიხილოთ ეს გუნდი ძალიან ნეგატიურად. სამი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობა სიტუაცია ამძიმებს და რწმენის პრობლემებსაც აჩენს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ევროთასებზე ბოლო სამ სეზონში მოხდა და სერია A-ში გასულ სეზონში. გასარკვევია, არის თუ არა კიეზა იგივე ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტი იყო ევროპის ჩემპიონატზე? არის თუ არა დიბალა ის ფეხბურთელი, რომელიც „იუვენტუსში“ ორი წლის წინ საუკეთესო იყო? შესაძლებელია თუ არა, ევროპის ჩემპიონი დაცვით, დე ლიხტი, ლოკატელით და სხვებით წინ წასვლა. პრობლემა არ შეიძლება იყოს ფეხბურთელების სრული ხარისხია, არამედ ის, რამდენს აკეთებენ ისინი. გზა მოყინულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგამ შესაძლოა დააბრუნოს იდეების და სითამამე, ჯგუფი საკმაოდ ადვილია.

რონალდუ – აშკარა იყო, რომ მას არ სურდა გუნდში დარჩენა. როგორ უნდა შეიცვალოს? პირველ რიგში საჭიროა ფინანსური რესურსების გაზომვა. მე მაინც ვფიქრობ, რომ „იუვენტუსის“ შეტევას მაინც შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს. ევროპაში რონალდუს დროს შედეგები მაღალი არ იყო, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ „სიტის“ ჯერ არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა, მივხვდებით, რომ ინვესტიციები ყოველთვის არ არის გამარჯვების სინონიმი.

დიბალა – ჩემი აზრით, მან თავისი დონე წარსულში უკვე აჩვენა, ასე, რომ საჭიროა მას დაუბრუნდეს. რაც უფრო თავისუფალი იქნება, მითუფრო მოახერხებს პოტენციალის ჩვენებას.

ალეგრი – მომწონს ალეგრი, ვფიქრობ, მას აქვს მკაფიო იდეები. არ შეუძლია სასწაულების მოხდენა. მან კარგად იცოდა, რომ „იუვეს“ პრობლემა მხოლოდ მწვრთნელი არ იყო. გასახდელშიც და მოედანზეც დიდი სამუშაოა გასაკეთებელი.

ფინალები – 25 წელი და ბევრი წაგებული ფინალი. თუმცა, პრობლემა ახლა ის არის, რომ არ გავიმეოროთ ბოლო სამი ნეგატიური სეზონი ევროპაში. ამჟამად ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ „იუვე“ შეძლებს 2015 და 2017 წლების დონეზე დაბრუნებას“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …