მთავარი / სიახლეები / დანილო: “დასამალი არაფერია, პენალტი ნამდვილად იყო”

დანილო: “დასამალი არაფერია, პენალტი ნამდვილად იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ნანტთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა, მაგრამ გუნდს შეტევაში უკეთ თამაში მართებს.

„სანამ თამაშზე ვისაუბრებ, მინდა „ნანტის“ ფეხბურთელ განაგოს შვილის გარდაცვალება მივუსამძიმრო.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ხარისხიანი და სწრაფი მოთამაშეები ჰყავდა და თუ პრესინგს არ ვითამაშებდით, გაგვიჭირდებოდა. ბოლო 20 მეტრში უნდა მოვუმატოთ, უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ.

დასკვნები მთელი თამაშის მიხედვით უნდა გავაკეთოთ. არ არის ჩვენთვის ადვილი პერიოდი. ჩემი აზრით, აშკარა პენალტი იყო, არ ვმალავ, ეს პენალტია. ინტენსივობას უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით, როცა მეტოქეს უჭირს და ასე თამაში უფრო ადვილი გახდება. „სპეციასთან“ უკეთ უნდა ვითამაშოთ და თავდაჯერება დავიბრუნოთ. კონტრაქტი? დიახ, ძალიან ახლოს ვართ განახლებასთან“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ საპასუხო მატჩი 23 თებერვალს გაიმართება, ხოლო 19 თებერვალს მასიმილიანო ალეგრის გუნდი „სპეციას“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …