მთავარი / სიახლეები / გატუზო “იუვენტუსის” მწვრთნელობის ფავორიტია

გატუზო “იუვენტუსის” მწვრთნელობის ფავორიტია

ტურინის „იუვენტუსში“ მთავარი მწვრთნელის საკიტხი გაურკვეველია და დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავდეს.

Tuttosport-ი წერს, რომ მთავარი ფავორიტი ჯენარო გატუზოა, რომელიც „ნაპოლის“ ტოვებს. „რინოს“ ამჟამად უფრო მეტი შანსი აქვს ტურინული გუნდის თავკაცი გახდეს, ვიდრე მასიმილიანო ალეგრის და ზინედინ ზიდანს.

ალეგრის პრიორიტეტი მადრიდის „რეალია“ და მოლაპარაკებებსაც აწარმოებს, ის „იუვეს“ მადრიდული გუნდის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს და თუ იქ ვერ მოახერხებს მორიგებას, შემდეგ დასთანხმდება ტურინელებს. ზინედინ ზიდანი კი ხელფასის გამო დაბრკოლებაა, რადგან ის მინიმუმ 12 მილიონ ევროს მოითხოვს.

ასევე სახელდება სინიშა მიხაილოვიჩისა და სიმონე ინძაგის გვარებიც, მაგრამ ტურინული გაზეთის ვერსიით, გატუზოს კანდიდატურა ყველაზე რეალურია.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს წასვლაც ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ყოველშემთხვევაში კლუბში მწვრთნელის მომავალთან დაკავშრებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …