მთავარი / სიახლეები / გატი: “ჩემთვის ყოველი ვარჯიში ფინალივითაა, აქ ყველაფერი განსხვავებულია”

გატი: “ჩემთვის ყოველი ვარჯიში ფინალივითაა, აქ ყველაფერი განსხვავებულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ფედერიკო გატიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და ის დღეები შეაფასა, რომელიც ამ დროისთვის „ბებერ ქალბატონში“ აქვს გატარებული. გატიმ თქვა, რომ „იუვეში“ გადასვლის შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

„იუვეში“ ყოფნა უზარმაზარი გამოცდილებაა, პირველივე დღიდან, რაც აქ ვარ. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ეს აუცილებელია ჩემი ზრდისთვის. ახლა პირველი მატჩები გვექნება, ამას მოუთმენლად ველოდები იმის გამო, რომ ძალიან ძლიერ გუნდებს ვხვდებით.

„იუვეში“ ყოფნა აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე სხვა გუნდში, სადაც ვყოფილვარ. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვარ, მათ არაფერი აკლიათ. აქ მხოლოდ განვითარების სურვილი მაქვს. ბევრმა რაღაცამ გამაოცა, რასაც არ ვიყავი მიჩვეული, დაწყებული პერსონალისა და კლუბის ორგანიზებით, ასევე ვარჯიშის ტემპმა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩემმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ჩემპიონები არიან და ჩემს მიმართ შთამბეჭდავი თავმდაბლობით გამოირჩევიან.

ჩემი ცხოვრება აქ ტრანსფერის მერე თავდაყირა დადგა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და მინდა კიდევ ყველაფერი თავდაყირა დავაყენო. ქარხანაში ჩემი მუშაობის გამოცდილება მაძლევს ძალას და სურვილს, რომ არასოდეს დავნებდე. ტურინში დაბრუნება უცნაურ განწყობაზე მაყენებს, ჩემი ოჯახი „იუვეს“ სტადიონიდან 500 მეტრში ცხოვრობს, ეს წარმოუდგენელი ემოციაა.

ბონუჩისგან ვცდილობ ყოველთვის რაღაც ვისწავლო, რადგან ის დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანია. ისინი მასწავლიან პატარა დეტალებს, რაც წარსულში არავის უსწავლებია.

ყოველთვის კონცენტრირებული უნდა ვიყო და ყოველი ვარჯიში ჩემთვის ფინალივით უნდა იყოს, რომ შანსის მიღების შემთხვევაში მზად ვიყო. ტრანსფერები? ახლა ყველა კითხვას პასუხი მოედანმა უნდა გასცეს. ჩვენ განსაკუთრებული ჯგუფი უნდა შევქმნათ, რადგან შედეგები ამის ხარჯზე მოდის. შემდეგ კი, რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – თქვა გატიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო გატი „იუვენტუსმა“ „ფროზინონედან დაიმატა და ტურინულ გრანდში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …