მთავარი / სიახლეები / სერია A / გატი: “გუნდურად მოვიგეთ და ფაჯოლი ამ გოლს იმსახურებდა”

გატი: “გუნდურად მოვიგეთ და ფაჯოლი ამ გოლს იმსახურებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ლეჩესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდური გამარჯვება მოიპოვეს, რომელიც ფუნდამენტური იყო.

„სამი ქულა ფუნდამენტური იყო, სასიამოვნოა ტანჯვით მოგება. რთული თამაში იყო პირველიდან ბოლო წუთამდე, მაგრამ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა გუნდურად. ძალიან ბედნიერი ვარ ფაჯოლის გამო, ის ყოველთვის ბევრს მუშაობს და ამას იმსახურებს. ჯგუფური გამარჯვებაა და ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან სეზონი გრძელია და ყოველი ბურთისთვის უნდა იბრძოლო. ჩვენ, ახალგაზრდები პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მაგრამ ეს არის დისკურსი, რომელიც ყველას ეხება, განურჩევლად ასაკისა“, – თქვა გატიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი „პარი სენ ჟერმენთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …