მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “კარიერას ვაგრძელებ, მაგრამ მეორე მეკარეობას აღარ ვაპირებ”

ბუფონი: “კარიერას ვაგრძელებ, მაგრამ მეორე მეკარეობას აღარ ვაპირებ”

ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერას აგრძელებს. ეს გადაწყვეტილება მან უკვე გაასაჯაროვა, ხოლო კლუბს, სადაც ითამაშებს, უახლოეს ხანში აარჩევს. როგორც მან თქვა ბევრი წინადადება აქვს, მეორე მეკარის როლზე დათანხმებას კი აღარ აპირებს.

„დაახლოებით 15 დღე დამჭირდა იმის გასაგებად რა უნდა გამეკეთებინა. იმის გასაგებად, გავჩერებულიყავი თუ გამეგრძლებინა. პასუხი უკვე მაქვს: მინიმუმ ერთი წელი გავაგრძელებ. ბევრი წინადადება მაქვს, ჩემი აზრით, ეს მიმზიდველი წინადადებებია იმ გუნდებისგან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ფიგურები იქნებიან. შეიძლება მოსაგებად ვერ იბძოლონ, მაგრამ აღჭურვილნი არიან იქ სათამაშოდ. მეორე მეკარის წინადადებაც მაქვს სამი გუნდისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ მეორე მეკარის როლს არცერთი გუნდისგან დავთანხმდები, ეს უკვე გავაკეთე და მხოლოდ „იუვესთვის“. კიდევ ერთი ვარიანტი მაქვს “პარმადან” მშობლიური გუნდისგან, ჩემს აგენტს შევხვდები და სამ-ოთხ დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.

ალეგრი „იუვენტუსში“? ვფიქრობ, მსგავსი ადამიანი ძალიან უსაფრთხო არჩევანია, მხოლოდ კარგი შეუძლია გუნდისთვის გააკეთოს, რადგან ძალიან მოტივირებული და შურისძიების დიდი სურვილით დაიწყებს მუშაობას. როდესაც ის წახალისებულია და აქვს სტიმული, ნამდვილად შეუძლია გუნდი შეცვალოს. ის სწორი არჩევანია “იუვეს” შემდგომი ერის დასაწყებად.

ერიკსენის ინციდენტი? კადრები არ მინახავს და ნამდვილად არ მსურდა ნახვა, ეს იყო შოკისმომგვრელი მომენტები და არ მსურდა ამ ტანჯვის განცდა. 10 წუთში მილიონობით აზრი მოგდის თავში ასეთ დროს. ტრაგედია რომ მომხდარიყო ეს იქნებოდა ნამდვილი ადამიანური და სპორტული ტრაგედია. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ერთადერთი იმედი იყო, რომ ისე დასრულებულიყო ყველაფერი, როგორც დასრულდა და მხოლოდ ამას ველოდებოდით.

დონარუმა ჩვენი ნაკრებისთის საიმედო მეკარეა. ის არის ჩემპიონი და სხვებთან ერთად შესანიშნავად თამაშობს. “მილანიდან” წასვლა? არ ვიცნობ შიდა სამზარეულოს და არ ვიცი რა მოხდა, ამიტომ, ამ სიტუაციის შეფასების უფლებას ჩემს თავს არ მივცემ, მე დონარუმას უბრალოდ ვენდობი. კიელინი? მისი ასეთი თამაში არ გამკვირვებია. არ მაინტერესებს ის სეზონში 40 მატჩს ითამაშებს თუ 20-ს. 20 რომ ითამაშოს, ის 20-ვეჯერ მსოფლიოს საუკეთესო მცველის დონეზე ითამაშებს.

იტალიის ნაკრები? მინდა ყველას მივულოცო, მანჩინის ჩათვლით, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. 5 წელი იყო გასული, რაც ასეთ ტურნირზე არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ეს ემოციები უნდა განიცადოს. იმედი მაქვს, ტურნირზე მთავარი გმირები ვიქნებით. ჩემი აზრით, ფავორიტი საფრანგეთია მათი ტექნიკური შესაძლებლობის გამო და გარდა ამისა, იდეალური მწვრთნელი ჰყავთ. შემდეგ მოდიან გერმანია და ბელგია, „წითელ ეშმაკებს“ აქვთ სიმწიფე, რაც საშუალებას მისცემს, ბოლომდე მივიდენენ. იტალიის შემთხვევაში კი იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგები ექნება“, – თქვა ბუფონმა.

აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად ბუფონის განცხადებისა, რომ ჩემპიონთა ლიგის გუნდები იწვევენ, იტალიური მედია აქტიურად წერს „პარმაში“ დაბრუნებაზე, რომელთაც ჯიჯი 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმებულა და კაპიტნის სამკლავურსაც გადასცემენ. ბუფონის მიზანია, რომ 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …