მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “ვფიქრობ, ახლაც ძალიან ძლიერი მეკარე ვარ”

ბუფონი: “ვფიქრობ, ახლაც ძალიან ძლიერი მეკარე ვარ”

ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ ბოლო თამაში ჩაატარა და გუნდს იტალიის თასით დაემშვიდობა, რომელიც თავად აღმართა. ჯიჯის განცხადებით, ეს იყო ტორტზე ალუბალი და ამაყობს, რომ დასასრული ასეთი ლამაზი გამოდგა.

თუმცა, ბუფონი კარიერის დასრულებას როგორც ჩანს არ აპირებს, ის თავს ისევ ძალიან ძლიერ მეკარედ მიიჩნევს და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშსაც არ გამორიცხავს.

„ასეთი დასასრული ჩემთვის საამაყოა. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბევრი თავგადასავალი გამოვიარე და ეს ნამდვილად იყო ტორტზე ალუბალი. „იუვეს“ მთელი სამყარო ჩემი ცხოვრების ნაწილია და ეს დასასრული არაფერს შეცვლის ვფიქრობ, ბევრი სიყვარული, პროფესიონალიზმი, სითამამე დავუთმე და ამით ვამაყობ. ბოლოს ყველაფერი სრულდება, 43 წლის ვარ და 43 წლის ასაკში უნდა გააკეთო არჩევანი, რომელიც შეიძლება არაპოპულარული და უცნაური ჩანდეს. თუ 43 წლამდე მოვედი, ეს იმის დამსახურებაა, რომ მცირე სიგიჟემ მომცა საშუალება ჩემი თავი არ შემეზღუდა. ბედნიერი ვარ, როცა ვოცნებობ და ახალი ოცნებებით და პროექტებით შემიძლია საზრდოობა. შეიძლება ვიფიქრო კარიერის დასრულებაზეც, რადგან უკვე ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ არსებობს ვინმე ჩემზე გიჟი, ვინც დამიკავშირდება და მაიძულებს რაღაც გრანდიოზული წარმოვიდგინო, მას გავყვები, რადგან ეს არის ცხოვრება.

ცხოვრება ბოლომდე ენთუზიაზმით და გაოცების სურვილით გრძელდება. ახლაც, სანამ ვფიქრობ, რომ მაღალი დონის მეკარე ვარ, საკუთარ თავს ლიმიტს არ ვუწესებ, გავაგრძელებ თუ სტიმულს ვიპოვი, წინააღმდეგ შემთხვევაში უპრობლემოდ დავასრულებ კარიერას.

ამ პერიოდში ბევრი დამიკავშირდა და ვაანალიზებ მიღებულ წინადადებებს. რომელსაც ყველაზე მეტად მოტივაციურ წინადადებად ჩავთვლი და როდესაც ჩემზე გიჟს ვიპოვი, მას გავყვები. კვლავ თავს ძლიერად ვგრძნობ, თუ აღმოვაჩინე სიტუაცია, რომელიც მომწონს და სტიმულს მომცემს, ვითამაშებ. ვფიქრობ, რომ ისევ ძალიან ძლიერი მეკარე ვარ.

მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატი? ვნახოთ როგორი ვიქნები 2022 წლის ნოემბერში. ჩემი სიამაყის გამო არ ველოდები და არც საჩუქრად მსურს რაიმე. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საიმედო მეკარე ვარ, კარგი, თორემ სახლში დავრჩები. მინდა, რომ 2022 წლამდე მივიდე, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი ვარ, მერე კი თუ არ დამირეკავენ, გავიგებ, რადგან ყველა მწვრთნელს თავისი გუნდი ჰყავს“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 2001-2018, 2019-2021 წლებში 685 მატჩი ჩაატარა. სად გააგრძელებს 43 წლის ლეგენდარული მეკარე კარიერას ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …