მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “გუნდში მნიშვნელოვანი ენთუზიაზმი იგრძნობა”

ბონუჩი: “გუნდში მნიშვნელოვანი ენთუზიაზმი იგრძნობა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ კლუბის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც 35 წლის მცველმა აღნიშნა, ის ყოველთვის ოცნებობდა კაპიტნობაზე და იმედოვნებს, რომ გულშემატკივრებს კარგ მოგონებებს დაუტოვებს.

„განცდები პოზიტიურია, რადგან ჯგუფში მნიშვნელოვანი ენთუზიაზმი და თანაგრძნობაა. ახალწვეულებმა ამაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანეს, მათ მოიტანეს სიხარული და ერთად ყოფნის სურვილი. ეს იგრძნობა ვარჯიშებზეც და მატჩებზეც.

უნდა ვთქვა, რომ გაგვიმართლა, რადგან სატრანსფერო ბაზარზე შეძენილმა ორმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა უკვე გააცნობიერა რას ნიშნავს „იუვენტუსი“. პოლმა მანამდეც იცოდა რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება. დი მარიას გამარჯვებული მენტალიტეტი აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ და ცხადია, როგორც მას, ასევე მეც მაქვს გამარჯვების სურვილი. მან „იუვე“ აირჩია, რადგან გამარჯვება უნდა. ჩვენი მიზანია იტალიაში ისევ დავიბრუნოთ ჩემპიონობა და ევროპაშიც შესანიშნავად გამოვიდეთ.

ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც ჯერ ყალიბდება, მაგრამ ყველას ვატყობ გამარჯვების სურვილს და თავმდაბლობას თავგანწირვისთვის, რათა „იუვენტუსს“ დაუბრუნონ ის მენტალიტეტი, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა. სამწუხაროდ, ბოლო წელს გაგვიჭირდა, ორი წელი რთული იყო, რადგან მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოვიპოვეთ, მაგრამ იყო მარცხები, რომლებიც ჩვენი ისტორიის ნაწილი არ არის. გვინდა დავუბრუნდეთ იმ ომის მანქანას, რომელიც ახასიათებდა კლუბის წარმატებებს.

დე ლიხტის წასვლის შემდეგ ბრემერის ყიდვა საუკეთესო გამოსავალი იყო, რაც კლუბს შეიძლებოდა გაეკეთებინა, რადგან ის იცნობს ჩვენს ჩემპიონატს. დიდებული თვისებები და მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს. ის ძალიან თავმდაბალი და ჩუმი ბიჭია. ფედერიკომ გატიმ ნაკრებშიც აჩვენა, რომ ეს მაისური შეიძლება მისი იყოს. მას დიდი მომავალი ექნება.

„ყოველთვის მომხიბლავი და საამაყოა ამ მატჩების თამაში, ეს ამხანაგური თამაშია, მაგრამ როდესაც მოედანზე „იუვეს“ მაისურით გადიხარ, მხოლოდ გამარჯვებასა და კარგ თამაშზე ფიქრობ. კაპიტნობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ველოდებოდი ჩემი მომენტის დადგომას და ახლა იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს კარგ მოგონებას დავუტოვებ“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …