მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “ეს არ არის “იუვესთან” გამოსამშვიდობებელი გოლი”

ბერნარდესკი: “ეს არ არის “იუვესთან” გამოსამშვიდობებელი გოლი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს გოლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა მხოლოდ სეზონის დასრულებაზე ფიქრობს და არა კონტრაქტზე, რომელიც 30 ივნისს იწურება.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი გოლი იყო, ბედნიერი ვარ. 3 თვე არ მითამაშია, ეს ტრავმა სამწუხაროდ ცოტა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ველოდი, მაგრამ კარგად დავძლიე, კარგად ვიმუშავე, ბედნიერი ვარ. რაც მთავარია, დღეს საღამოს ფინალში გავედით და ეს იყო მიზანი, რომლის მიღწევა გვსურდა. ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა, ჩვენი ხალხის წინაშე, რომლებიც მხურვალედ გვქომაგობდნენ. ამიტომ, ორმაგად კმაყოფილები ვართ.

ეს გოლი „იუვესთან“ გამოსამშვიდობებელია? არა, აბსოლუტურად არა, სეზონი უნდა დასრულდეს, წინ გვაქვს მისაღწევი მიზნები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ და მთავარი ესაა. ისევ „ინტერთან“ თამაში? უძლიერესი გუნდები ბოლომდე მიდიან და „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა, ასევე, ჩვენს დიდი გუნდი ვართ“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 11 მაისს, რომში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …