მთავარი / სიახლეები / “ბარსას” ყოფილი დირექტორი: “ლოკატელის და ვლაჰოვიჩის დამატებასთან ახლოს ვიყავით”

“ბარსას” ყოფილი დირექტორი: “ლოკატელის და ვლაჰოვიჩის დამატებასთან ახლოს ვიყავით”

„ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა განაცხადა, რომ კატალონურ კლუბს დუშან ვლაჰოვიჩის და მანუელ ლოკატელის ტრანსფერები სურდა და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ საბოლოოდ, გარიგება ჩაიშალა.

მან ისიც თქვა, რომ ლოკატელიმ „იუვენტუსზე“ არჩევანი თვითონ გააკეთა, თორემ ყველაფერ შეთანხმებული იყო „ბარსაში“ ტრანსფერზე.

„ჩვენ ვიფიქრეთ ლოკატელის და ვლაჰოვიჩის შეძენა. ვლაჰოვიჩი, რომელიც ძალიან ძლიერია, გვინდოდა, რამდენიმე წლის წინ იჯარით დაგვემატებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ლოკატელის „ბარსელონას“ სტილი აქვს. ახლოს ვიყავით მის შეძენასთან, მაგრამ „იუვე“ უამრავ იტალიელ ფეხბურთელს უფრო იზიდავს და საბოლოოდ, მან იქ წასვლა გადაწყვიტა“, – თქვა პლანესმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …