მთავარი / სიახლეები / “ატლეტიკო” დიბალას შეძენით დაინტერესებულია

“ატლეტიკო” დიბალას შეძენით დაინტერესებულია

ტურინის „იუვენტუსში“ პაულო დიბალას მომავალი ისევ გაურკვეველია. მას კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და ტურინელები ცდილობენ გამოსავალი იპოვონ.

ეპსანური მედიის ცნობით, მადრიდის „ატლეტიკო“ ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულია და ტურინელებმა მის სანაცვლოდ ანხელ კორეა მოითხოვეს, მაგრამ ეს იდეა დიეგო სიმეონეს არ მოუწონა, რომელსაც კორეა ძალიან მოსწონს.

გარდა ამისა, შესაძლოა, მხარეებმა გარიგება განახორციელონ როდრიგო ბენტანკურისა და ალვარო მორატას, ან საულისა და ბენტანკურის გაცვლით. თუმცა, „იუვენტუსი“ დიბალას სანაცვლოდ მხოლოდ კორეას ან კონკრეტულ თანხას ითხოვს და მორატაში მისი გაცვლა არაფუნქციური და მიუღებელია იტალიური მხარისთვის.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და კლუბს ახალ კონტრაქტზე ხელფასის გამო დიდი ხანია ვერ ურიგდება, ამჟამად კი მოლაპარაკებები შეჩერებულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …