მთავარი / სიახლეები / ანიელიმ ალეგრიზე და კიელინიზე ისაუბრა…

ანიელიმ ალეგრიზე და კიელინიზე ისაუბრა…

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრისა და ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ალეგრი გუნდში მასთან მეგობრობის გამო არ დაბრუნება, ხოლო კიელინისთან პრობლემა არ არსებობს და კონტრაქტს შვებულების შემდეგ გაახანგრძლივებს.

„ჩემი აზრით, ზედმეტია მაქსის ტიტულების ჩამოთვლა, რომელთა შორის ჩვენთან ზედიზედ მოგებული სკუდეტოებია, რაც პრაქტიკულად განუმეორებელი შედეგია. გამარჯვება ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული და ვინც ფიქრობს, რომ ბოლო წლების ტრიუმფები დაფასებული არ არის, ცდება. რაც აქ ვარ, არასდროს მინახავს მსგავსი რამ. გამარჯვებას მძიმე შრომა სჭირდება და ყველას არ შეუძლია, შესაბამისად, ვინც ამას ახერხებს, პატივისცემას იმსახურებს. მიზანი არის გაზაფხულზე ყველა ტიტულისთვის ვიბრძოდეთ. მაქსი და „იუვე“ ერთად მეგობრობის გამო არ დაბრუნებულან, რაც ჩვენს შორის დიდი ხანია არსებობს. მაქსი დღეს არის და მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება „იუვეს“ მწვრთნელი, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, შეუძლია კლუბის ტრადიციების გაგრძელება. მაქსი ამის გამო დაბრუნდა და მხოლოდ მომავალს ვუყურებთ.

მაქსიმი „იუვენტუსის“ მწვრთნელი იმიტომ არის, რომ შეუძლია ახალი თავის დაწერა. გვინდა გაზაფხულზე ყველა მიზნისთვის ვიბრძოდეთ, ეს არ არის გულის ან სიყვარულის გამო არჩევანი, რომელიც არსებობს, უბრალოდ ის შესაბამისი მწვრთნელია, რომელიც გვჭირდება. ამ ორ წელიწადში ერთმანეთი ბევრჯერ ვნახეთ.

კიელინი? წავიკითხე, რომ ის იმედგცარუებული იყო, რადგან მას არ დავურეკეთ. სასაცილოდ მეჩვენება მისთვის შვებულების შეწყვეტა იმის გამო, რომ კონტრაქტი გავაფორმოთ, ეს მერეც შეიძლება. 20 წლის ასაკიდან ჩვენთანაა და კიელინისთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – თქვა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …