მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ბოლონიასთან” მატჩის წინ

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ბოლონიასთან” მატჩის წინ

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს ბოლო ტურში “ბოლონიასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საკითხზე ილაპარაკა.

მათ შორის, თავის მომავალზე, ბოლო თამაშის მნიშვნელობაზე, შემადგენლობაში და ჯიჯი ბუფონზე:
“გუნდმა კარგად აღიდგინა ძალები ოთხშაბათის მატჩის შემდეგ, რადგან გამარჯვებები ხელს უწყობს უკეთეს მდგომარეობას. ფეხბურთელებში ჯერ კიდევ არსებობს ადრენალინი.

“ბოლონია” კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით, მათ შორის ახალგაზრდებით. რთული იქნება, როგორც პირველი წრის შეხვედრაში იყო, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც უტევს და გოლებს იტანს. ისინი სიკვდილამდე ითამაშებენ, როგორც ამას ყველა გუნდი აკეთებს. ეს უკვე ვნახეთ, “კროტონესა” და “კალიარის” შემთხვევაშიც.

გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ. “მილანის” შემდეგ მკვდრები ვიყავით, ახლა მათ მოგვცეს ფეხზე წამოდგომის საშუალება და ეს გავაკეთეთ. ახლა პირველ რიგში ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ, კარგად უნდა ვითამაშოთ გამარჯვებისთვის, შემდეგ ვნახოთ სხვა გუნდების შედეგები. წნეხი არ არსებობს, როგორც ყოველთვის. მშვიდად ვართ და თასის მოგებით მოპოვებული ენთუზიაზმი უნდა გამოვიყენოთ.

ის ფაქტი, რომ ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებული, ჩვენზე არ მოქმედებს. მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა გავამხვილოთ ყურადღება და სინანული არ გვქონდეს. ანგარიშის გაგება ჩვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს, 100%-ით გამარჯვებაზე უნდა ვიფიქოთ, რადგან “ბოლონია” ასე ითამაშებს.

მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მომწონს ეს სამუშაო და ამიტომ, ნორმალურია, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ეს. მომწონს ადრენალინი და ეს დაძაბულობა. ყველაზე სასიამოვნო სადებიუტო სეზონში ფეხბურთელებთან ურთიერთობა იყო, რადგან ყველა დამანახა, რომ ჩემს განკარგულებაში იყვნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ ბევრს და ვინ ცოტას თამაშბდა. რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, შედეგები იყო, რადგან ჩვენ მიზნებს ვერ მივაღწიეთ. მე გამარჯვებული მენტალიტეტი მაქვს როგორც ფეხბურთელს და შესაბამისად, წლევანდელი შედეგები არ მომეწონა. ბევრი რამ ვისწავლე, რაც მომავალში გამომადგება.

არ ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობა ჩემს ბედს ბოლო ტურის საფუძველზე გადაწყვეტს. არსებობს იდეა იმის შესახებ რა გაკეთედა სწორად და რა არა. ხვალ მოედანზე თავაწეულები უნდა გავიდეთ, როგორც ყოველთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გავიღე და ამიტომ, თავი მაღლა უნდა ავწიოთ.

მე არ ვნანობ, რომ კულუშევსკის აქამდე თავდამსხმელად არ ვათამაშებდი, რადგან ის ყოველთვის თამაშობდა სხვადასხვა პოზიციებზე. ბოლო რამდენიმე თამაშში მე არჩევანი მეტოქეების საფუძველზე გავაკეთე და ვფიქრობდი, რომ დეიანი უფრო შესაფერისი იყო. ხვალ განსხვავებული თამაშია, სულ სხვა მეტოქე და სხვა არჩევანი შეიძლება გაკეთედეს. კრიშტიანუ ისევ შავ-თეთრია და კონცენტრირებულია. მან ოთხშაბათსაც დაამტკიცა ბრძოლისუნარიანობა. დანარჩენს ვნახავათ.

დანილო ალბათ ყველაზე დიდი სიურპრიზია ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი დონის შესახებ. ორი ვარჯიში დამჭირდა იმის დასანახად, რომ მას მოედნის ცენტრშიც თამაში შეეძლო. დღეს ვნახავთ როგორ იქნებიან ბიჭები და ამის შემდეგ ავირჩევთ ვინ გავა მოედანზე. ბონუჩიმ ტრავმირებულმა ითამაშა თასის ფინალში, თამაშის შემდეგ მას ყველამ მადლობა გადავუხადეთ, რადგან როგორც ყოველთვის ყველაფერი გააკეთა და მას წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება, ამიტომ ხვალ არ გავრისკავთ და დაისვენებს.

ბუფონი? “იუვენტუსი” და არა მხოლოდ “იუვენტუსი”, ვფიქრობ, რომ მთელი იტალია მონუმენტს დაკარგავს, არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ჯიჯის 15 წლის ასაკიდან ვიცნობ, ჩემთვის ჯერ კიდევ აღტაცებას იწვევს მისი მოედანზე დანახვა და ყოველდღიური მუშაობის ბავშვური წყურვილი. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, მაგრამ გასახდელში არასდროს ყოფილა პრობლემები, ის მაშინდელ განცხადებაში სხვა რამეს გულისხმობდა”, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ “ბოლონიასა” და “იუვენტუსის” მატჩი 23 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …