მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჯგუფიდან გასასვლელად 10 ქულა საჭიროა”

ალეგრი: “ჯგუფიდან გასასვლელად 10 ქულა საჭიროა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მის გუნდს რთული თამაში ელის დიდი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება სურს.

„პარედესი და დი მარია არაჩვეულებრივი მოთამაშეები არიან, ტექნიკურები ჭკვიანები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავიმატეთ, ისინი დაგვეხმარებიან. არ გვინდოდა ანხელთან დაკავშირებით რისკზე წავსულიყავით, ამიტომ არ ითამაშებს. რისკი კარგს არაფერს მოგვიტანდა.

პსჟ-„ბენფიკას“ შესახებ ჩემი განცხადება? ძალიან მარტივია, ხვალ იწყება ჯგუფური ეტაპი, რომელშიც 10 ქულა გვჭირდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ვეთამაშებით საოცარ გუნდს, „იუვემ“ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად უნდა ითამაშოს. 10 ქულა მოსაპოვებელი გვაქვს, შეიძლება ამ ქულების დაგროვება ხვალ დავიწყოთ ან მომდევნო მატჩებში. ლამაზი თამაში იქნება, ამ ტურნირზე თამაში საამაყოა. ვეთამაშებით ნომერ პირველ ფავორიტს და მიზანია, რომ მათ დონეზე ვითამაშოთ, გვინდა ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ მარტიდან სხვანაირი ჩემპიონთა ლიგა იქნება, სათამაშოდ სრულიად განსხვავებული. უნდა ვიმუშაოთ და მოვუმატოთ, სეზონის ამ ეტაპზე ჩემპიონი ვერცერთი გუნდი ხდება.

პოგბას დღეს გაჩერება მოუწია, რომელმაც კონსერვატიული თერაპია გაიარა, ახლა კი რთულად წარმოსადგენია, რომ იანვრამდე დაგვიბრუნდეს. მიყვარს, რაღაცების პირდაპირ თქმა. დღეს დილით მეორედ ვარჯიში სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და გადაწყვიტა, რომ ოპერაცია გაიკეთოს. ჩვენთან მისი დაბრუნება მუნდიალამდე რთული იქნება, 45-50 დღეა დარჩენილი. ითამაშებს თუ არა მუნდიალზე, ეს ჩემი პრობლემა არაა, ჩვენ „იუვეში“ ის იანვარში დაგვიბრუნდება.

ხვალ ბონუჩი, რაბიო და ვლაჰოვიჩი ბრუნდებიან, დანარჩენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია. უნდა ვნახო, როგორ იქნებიან ალექს სანდრო და პარედესი, ასევე, ვინ ითამაშებს ვლაჰოვიჩის გვერდით. ბონუჩი, რაბიო, ვლაჰოვიჩი და პერინი ნამდვილად ძირითადში იქნებიან.

პოგბას შემთხვევაში დაკარგული თვენახევარი? წინ უნდა ვიყუროთ, წარსულის შეცვლა შეუძლებელია. როცა გადაწყვეტილებას იღებ, იმ მომენტში სწორი გგონია, შეფასება მერე კეთდება. უკან ყურებით ვერაფერს მივაღწევთ, ხვალ კარგი თამაშის ჩატარებაზე უნდა ვიფიქროთ.

ეს არ არის ყალბი „იუვე“, ეს არის „იუვე“, რომელიც ხვალ პსჟ-სთვის პრობლემების შექმნას უნდა ეცადოს. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ 13 ნოემბრამდე საუკეთესოდ ვითამაშოთ. შემდეგ დაგვიბრუნდებიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც. როგორც ვთქვი, დი მარიას შემთხვევაში რისკზე არ წავედით, თუმცა ასევე გვაკლია კიეზა და პოგბა. უნდა ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ სეზონის გაწყვეტის შემდეგ კარგი ფორმა შევინარჩუნოთ, რომ იანვარს მზად შევხვდეთ. ამისთვის გვჭირდება ქულების მოპოვება სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა. მშვიდად უნდა მივყვეთ საქმეს, წინ ბევრი მატჩია.

არ მითქვამს, რომ პსჟ-თან მოგება არ მინდა, ხვალ დიდი მატჩი იქნება დიდ გუნდთან. მათ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ და კარგად უნდა ვიმუშაოთ. ისინი ღია სივრცეებში ძალიან ყოჩაღები არიან, ამიტომ არ უნდა დავუტოვოთ. მესი, მბაპე და ნეიმარი კარგად უნდა შევზღუდოთ ბურთის გარეშე, მაგრამ როცა ბურთი ჩვენ გვექნება, მაშინაც ყველაფერი კარგად უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდეც“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …