მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ”

ალეგრი: “შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია. იტალიელი სპეციალისტისთვის მისი გუნდის თამაშის ხარისხი მოსაწონი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდმა მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს.

„ბოლოს ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა თამაში მალე დასრულებულიყო, რადგან „ფიორენტინა“ ძალიან გვიტევდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში კარში ერთხელ დაგვირტყეს, რომელზეც პერინმა მაგარი სეივი შეასრულა. შეგვეძლო რამდენიმე კონტრშეტევა უკეთ წაგვერმართა, როცა მათი დაცვა მაღლა იყო. თუმცა, თამაში პირველ ტაიმში უნდა დაგვეხურა, საჭიროა მენტალიტეტის შეცვლა, მაკკენის მომენტის გამოუყენებლობა არ შეიძლება, ასეთ თამაშში ყველა ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ეს არის ერთადერთი სინანული.

ბიჭებმა კარგად ითამაშეს, დი მარია და პარედესი შეცვალე, მაგრამ სულისკვეთება კარგი იყო. ზედიზედ მეხუთე მატჩი არ წავაგეთ და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ.

როდესაც დი მარია შევცვალე, კუადრადოს შეტევაში დაყენება მომიწია და მას გაუჭირდა. პარედესი მოედანზე იმდენ ხანს დარჩა, რამდენსაც გაუძლო. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ, მაგრამ ასეთ მატჩებში ეს ნორმალურია, ფლორენციაში შეიძლება წააგო. 2:0 უნდა გაგვეხადა ანგარიში და 1:1 გახდა – ფეხბურთი ეშმაკური სპორტია.

სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ყველა გუნდის პატივისცემის მიუხედავად, „იუვენტუსში“ თითოეულ ეპიზოდს და დაკარგულ ბურთს უმძიმეს ფასი აქვს, ვიდრე სხვა გუნდებში, მანამდე ყოველთვის ასეთი რისკის ქვეშ ვიქნებით. იყო 2-3 სიტუაცია, როცა მირეტის კინზე წინ პასი შეეძლო, მაგრამ სამაგიეროდ უკან ვბრუნდებოდით. როგორც ვთქვი, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მეორე ტაიმი? დღეს ითამაშა დი მარიამ, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა, პარედესი, რომელიც ახლა დავიმატეთ, ბონუჩის ერთი ვარჯიშიც არ ჰქონდა ჩატარებული. არიან ბიჭები, რომლებმაც ხუთივე თამაში ითამაშეს, ზედიზედ ყოველ მესამე დღეს და ეს ადვილი არ არის. ამიტომ, დადებით რაღაცები უნდა დავინახოთ. ასეთი თამაში შეიძლებოდა სხვა სიტუაციაში წაგვეგო, მაგრამ ჩვენ მოგებასთან ახლოს ვიყავით. კი, შეიძლება 2:0-დან 2:3 წააგო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია.

ვლაჰოვიჩი სკამზე? 5-ზე მეტი შეცვლის უფლება არ მაქვს. ალექს სანდროს პრობლემა ჰქონდა, პარედესი გადაიღალა, დი მარია შესვენებაზე შევცვალე. ორი ცვლილება მქონდა და მერჩივნა კინის ჩართვა, რომ სიღრმეებში უფრო ეთამაშა. ვლაჰოვიჩმა დაისვენა და მომდევნო მატჩებისთვის მზად იქნება. სკუდეტოს შანსი? არც ისე მაღალია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვიგებთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ხუთ ტურში მხოლოდ 9 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე 6 სექტემბერს, „პარი სენ ჟერმენთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …