მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “უცნაური სეზონი იქნება და მზად უნდა ვიყოთ”
TURIN, ITALY - APRIL 15: Massimiliano Allegri of Juventus during a press conference at Allianz Stadium on April 15, 2022 in Turin, Italy. (Photo by Daniele Badolato - Juventus FC/Juventus FC via Getty Images)

ალეგრი: “უცნაური სეზონი იქნება და მზად უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რეალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ვოიცეხ შჩესნი ტრავმირებულია და მატია პერინი ითამაშებს.

„ვლაჰოვიჩის და დი მარიას შეტევაში ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა, ბურთით და უბურთოდ. დუშანი განსხვავებული მოთამაშეა, ყველასგან განსხვავებულ სამუშაოს ასრულებს. ის კარგად ერკვევა თამაშის განვითარებაში და ჩვენ იმ ხრივ უნდა კარგი, რომ მისი საუკეთესო თვისებები კარგად წარმოვაჩინოთ. მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ვლაჰოვიჩიც ითამაშებს და მაკკენიც.

კარში პერინი ითამაშებს, რადგან შჩესნი ტრავმირებულია. კუადრადოს სიტუაცია უნდა შევაფასო. ბრემერი? ის გუნდს კარგად შეერწყა, შესანიშნავი მცველია და დიდებული თვისებები აქვს. ყველა ახალწვეული გუნდს უნდა შეერწყას.

აქ რვა დღე ვიყავით და კარგად ვიმუშავეთ, ბოლო ამხანაგური მატჩი გვაქვს და შემდეგ იტალიაში დავბრუნდებით. ყველაფერი კარგად მიდის, პირველი ტურისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს უცნაური სეზონი იქნება, პრაქტიკულად ორი ჩემპიონატია მსოფლიოს ჩემპიონატამდე და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. 28 აგვისტოდან ყოველ სამ დღეში ერთხელ ვითამაშებთ, იმედია კარგად მოვემზადებით“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ამერიკულ ტურნეში ბოლო ამხანაგურ მატჩს „რეალთან“ გამართავს, შემდეგ კი თელ ავივში „ატლეტიკოს“ გაეჯიბრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …