მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “სპეციასთან” კიეზა ვერ ითამაშებს, კინი ძირითადში იქნება”

ალეგრი: “სპეციასთან” კიეზა ვერ ითამაშებს, კინი ძირითადში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ფედერიკო კიეზა გადაღლილია და ვერ ითამაშებს, დანიელე რუგანი, მატია პერინი და მოიზე კინი კი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

„ამ მომენტში ჩვენი მინი-მიზნებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. „ტორინოს“, „უდინეზე“ და „მონცა“ ჩვენს გარშემო არიან. „სპეციასთან“ სტუმრად თამაში რთულია, ბევრ მომენტს ქმნის, „ნაპოლისა“ და „ატალანტასთანაც“ ჰქონდა კარგი მომენტები. სწორად უნდა ვითამაშოთ, დიდი ყურადღებით, მონდომებით და კარგი ტექნიკით.

სატურნირო ცხრილში, რაც შეიძლება მეტი პოზიციით წინ უნდა წავიდეთ. მიუხედავად იმისა, რაც გარეთ ხდება, რაც ახლა არ ვიცით, უნდა ვიმუშაოთ ქულების დაგროვებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობის კონცეფციას დავკარგავ. რეალობა კი ისაა, რომ მოედანზე 44 ქულა დავაგროვეთ. „ნანტთან“ გვქონდა კარგი მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და ამაზე ვმუშაობთ.

ხვალ კიეზა ვერ ითამაშებს, მან ოთხ დღეში ორი მატჩი ითამაშა, ძალიან დაღლილი იყო, რაც 10-თვიანი უქმობის შემდეგ ნორმალურია. პერინი დაბრუნდება, დანარჩენების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ, თუმცა, ჩემი აზრით, გარკვეული ცვლილებები იქნება. კინი, პერინი და რუგანი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, დანარჩენების შემთხვევაში შეფასება უნდა გავაკეთო და შემდეგ გადავწყვეტ.

ევროპაში თამაში „იუვესთვის“ პრობლემა არაა, უბრალოდ უნდა მოვუმატოთ, როდესაც მატჩების კონტროლია საჭირო. 1:0-ის შემდეგ თამაში შევანელეთ, მეორე გოლის გატანაში კი თავდაჯერებულები არ ვიყავით. ამასთან, გოლი ერთადერთი დარტყმით გავუშვით. მათ იყოჩაღეს, რომ თამაშში დარჩნენ მაშინ, როდესაც ჩვენ ცოტათი დავკარგეთ თამაშის შეგრძნება და დაგვსაჯეს. ვწუხვართ შედეგის გამო, ეს ადასტურებს, რომ ევროპაში ადვილი თამაში არ არსებობს, თუმცა, იქ უნდა ჩავიდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, შანსი გვაქვს.

ჰუისენი ძალიან კარგი ბიჭია. ვფიქრობ, წელს 5-6 ბიჭი უკვე დავაწინაურეთ პირველ გუნდში და ძალიან ბედნიერი ვარ. მომდევნო სეზონში ვნახოთ, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან გუნდში და რომლები წავლენ გამოცდილების მისაღებად.

9 გასვლით მატჩში მხოლოდ 9 გოლი გავიტანეთ და საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი უნდა გავაუმჯობესოთ. სეზონის განმავლობაში ვერ იფიქრებ იმაზე, რომ ყოველთვის გოლს არ გაუშვებ. საჭიროა მშვიდად და სწრაფად მუშაობას, რომ მეორე-მესამე გოლი გავიტანოთ. ბალანსი უნდა ვიპოვოთ და ამაზე ვმუშაობთ.

არ ვარ დაძაბული. ასეთი რაღაცები ხდება, როცა ვიღაცა უმიზეზოდ უსტვენს ფეხბურთელებს, სწორია სტვენა, როდესაც წააგებ, მაგრამ არა მოგებულზე. რაც შეეხება ჟურნალისტთან კამათს, შეიძლება მცდარი რეაქცია იყო, ბევრ რამეზე შეიძლება გამაკრიტიკონ, მაგრამ ფაქტებზე საუბარი საჭირო არაა. ეს სტატისტიკაა, მათემატიკაში 1+1 ყოველთვის ორია, ამაზე საუბარი არ ღირს. ვეთანხმები, რომ ცუდ მწვრთნელს მიწოდებენ, ეს კრიტიკის ნაწილია. ფეხბურთის განხილვა შეიძლება, სტატისტიკის არა.

სალერნოში გუნდს ვთხოვე 2-3 ბურთის სხვაობით მოგება, მაგრამ ახლა ბაბუა გავხდი და მინდა უფრო დიდი სხვაობით მოვიგოთ. გუშინ, ჩემი ახალდაბადებული შვილიშვილი ვნახე და ფურცელზე დამიწერა: “ბაბუა, გახსოვდეს, 1:0-ზე არ ითამაშო (იღიმის – რედ)”. „იუვეს“ ყველაზე ძლიერი ხელმძღვანელობა ჰყავს. წარმატებები ყოველთვის იქნება, სხვადასხვა მწვრთნელთან და სხვადასხვა მოთამაშეებთან ერთად“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სპეციასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …