მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “როცა თამაშს ვერ ხურავ, ხდება ის, რაც მოხდა”

ალეგრი: “როცა თამაშს ვერ ხურავ, ხდება ის, რაც მოხდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშით კმაყოფილია, მაგრამ მის გუნდს მეორე გოლი უნდა გაეტანა და თამაში მოეკლა. როცა ამას ვერ აკეთებ, ყოველთვის რისკის ქვეშ დგები და ხდება ის, რაც მოხდა.

„სეზონი გრძელია, ასეთი თამაშები შეიძლება წააგო კიდეც, ისინი განსაკუთრებით კუთხურებზე ძალიან სახიფათონი არიან. გუნდმა კარგად ითამაშა, აგრესიულები ვიყავით, ტექნიკურად კარგად ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუნდმა გააკეთა. ვიცით, რომ „რომა“ შესანიშნავი გუნდია და მოურინიო მაღალი დონის მწვრთნელი.

გაშვებული გოლის დროს მეტოქემ კარგად ითამაშა, ფეხბურთი ასეთია. თამაშის ხარისხი მომეწონა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ახლა „სპეციასთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მოურინიოსთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, მან მითხრა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვართ. როცა თამაშს არ ხურავ, შეიძლება ის მოხდეს, რაც მოხდა და ქულები დავკარგეთ.

ვცდილობდით მეორე გოლის გატანა, მაგრამ განსხვავებული არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ბიჭებს ვუთხარი, რომ ზეწოლა მარცხენა ფლანგზე გაგვეკეთებინა, რადგან იქ უფრო მეტი მოთამაშე გვყავდა. მეორე ტაიმში ენერგია დაგვაკლდა, მაგრამ როცა ასეთ ინტენსიურ პირველ ტაიმს ჩაატარებ, ეს ნორმალურია. შეცვლაზე შესული ფეხბურთელების თამაშითაც კმაყოფილი ვარ.

ვერ ვიფიქრებთ, რომ 90 წუთის განმავლობაში დომინირებას შევძლებთ, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია. მაკკენი მოერგო გარემარბის როლს, მილიკი კარგად ჩაერთო, ზაკარიას ცოტა გაუჭირდა.

მირეტი? მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მივცეთ, მან ვეტერანივით ითამაშა. აქვს სიმშვიდე ბურთის ფლობის დროს და იცის, როგორ გათავისუფლდეს მეტოქის მეურვეობისგან, მაგრამ არ მინდა, ბევრი კომპლიმენტები ვუთხრა. კუადრადომაც კარგად ითამაშა და საჯარიმოს გარედან რამდენჯერმე კარგი დარტყმა განვახორციელეთ.

მნიშვნელოვანი იქნება კიეზას, პოგბასა და დი მარიას დაბრუნება. მე არასდროს ვსაუბრობ დანაკლისზე, მაგრამ ფაქტია, ისინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, აქვთ ტექნიკური ხარისხი და უფრო მეტ არჩევანსაც მოგვცემენ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 5 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, შინ „სპეციასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …