მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მოგება ადვილი არ იყო, გუნდმა კარგად ითამაშა”

ალეგრი: “მოგება ადვილი არ იყო, გუნდმა კარგად ითამაშა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლეჩესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. ის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ მოგება ადვილი არ იყო.

„გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა, გარდა ბოლო მომენტისა, როცა ძელმა გადაგვარჩინა და ჩვენც გაგვიმართლა. 1:0-მდე შეგვეძლო გოლის გატანა, ზოგიერთი სიტუაცია უკეთესად უნდა გამოგვეყენებინა. მეორე ტაიმში გვქონდა მომენტები, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

ფაჯოლის შესანიშნავი თვისებები აქვს, ტექნიკურია და კარგი ინტუიცია გამოავლინა, ილინგმაც კარგი პასი მისცა. ვფიქრობ, რომ მისი პოზიცია დაცვის წინაა, მაგრამ უნდა ისწავლოს, რადგან რეჯისტას როლში არასდროს უთამაშია.

ყველამ კარგად ითამაშა, მირეტიც კარგი იყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ფაჯოლის თამაშში ჩართვა? მაკკენის მადლობა უნდა გადავუხადო, პირველი ტაიმის ბოლოს არ იყო იდეალურ კონდიციაში და ფაჯოლი უნდა შესულიყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც არის დაცემის მომენტები და ფეხზე წამოდგომა საჭიროა. მენტალურად ძლიერი უნდა იყო და ქარიშხალს საუკეთესოდ დაუპირისპირდე.

თუ ზედმეტად რაციონალურები ვიქნებით, ვერაფერს მივაღწევთ. მარტის შემდეგ ზედიზედ სამი თამაში ჩემპიონატში მოგებული არ გვქონდა, არ იყო ამ საღამოს მოგება ადვილი. მირეტიმ ზოგჯერ მეტოქეს უნდა უყუროს, რომელიც მის უკანაა, მან ამ სეზონშიც ბევრი ითამაშა, შარშანაც და საიმედოა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი „პარი სენ ჟერმენთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …