მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ლოკატელი დაბრუნდა, ტრავმები? რაღაც არასწორად გავაკეთეთ”

ალეგრი: “ლოკატელი დაბრუნდა, ტრავმები? რაღაც არასწორად გავაკეთეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდს მხოლოდ მანუელ ლოკატელი დაუბრუნდა, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები კი ჯერ მზად არ არიან.

„ლოკატელის გარდა არცერთი ფეხბურთელი გამოჯანმრთელებულა. ვითამაშებთ იმ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით, რომლებმაც „ლეჩესთან“ ითამაშეს, მათთვისაც ეს კარგი გამოცდა იქნება. დღეს უცნაური პრესკონფერენციაა, ბევრი წლის შემდეგ ისეთი თამაში გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც გადამწყვეტი არაა. ახლა ევროპა ლიგაზე ვცდილობთ გადასვლას, ისიც ევროტურნირია, სწორად უნდა ვითამაშოთ, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით.

ჭკვიანურად და ტექნიკურად კარგად უნდა ვითამაშოთ. პარიზში ორი გოლი გავუშვით ისეთ ეპიზოდებში, რომელთა თავიდან არიდება შეიძლებოდა. თავდაჯერებული უნდა ვიყოთ. ევროპა ლიგა? მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი გავაკეთოთ. მაკკენის შეშუპება აქვს, ნახევარდაცვაში მყავს ლოკატელი, რაბიო, ფაჯოლი და მირეტი. მანუელი კარგადაა.

პოგბასთან ჯერ არ მისაუბრია, მანამდე ველაპარაკე. აზრი არ აქვს იმის გამეორებას, რაც უკვე ითქვა. იყო იმედი, რომ ის „იუვესაც“ დაეხმარებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებდა. თუმცა, რაც მოხდა სამწუხაროა. ჩვენი მისი არყოფნით ძალიან დავზარალდით.

რაბიომ „ლეჩესთან“ ძალიან ჭკვიანური თამაში ჩაატარა. უმატებს და მიაღწიე სიმწიფის დონეს. ეს კარგია „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრებისთვის. მესი? ის ყოველთვის საუკეთესო იყო. მისთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატია და ამ დონეზე ბოლო წლებს ატარებს.

გაბრაზებული ვარ, რომ მარტში ჩემპიონთა ლიგაზე არ ვიქნებით, მაგრამ ამან სტიმული უნდა მოგვცეს. ჩემპიონატზე ვიფიქრებთ „ინტერთან“, „ვერონასა“ და „ლაციოსთან“ მატჩების შემდეგ, მანამდე გვინდა ევროპა ლიგაზე გადავიდეთ, რადგან ეს ჩვენთვის ახალი მიზანია.

„იუვეში“ ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც თავიანთ გზას გადიან. პირველ თამაშს, მეორე თამაშს, პირველ თვეს, პირველ წელს ყველა ატარებს, მაგრამ შემდეგ საჭიროა დიდი მენტალური ძალა, გარდა ტექნიკისა. მოთმინებაა საჭირო, 10 წუთის თამაში საკმარისი არაა. ამას ვიტყოდი: მირეტის საოცარი თვისებები აქვს, მაგრამ არ შეიძლება სამჯერ ბოლო პასი არაზუსტად გააკეთო, ისევე, როგორც არ შეიძლება მეკარესთან პირისპირ 5-ჯერ გახვიდე და გოლი ვერ გაიტანო. ეს ზრდის ნაწილია. ყოველთვის ვამბობ, რომ ერთ კილომეტრზე 900 მეტრს ყველა დარბის, განსხვავება ბოლო 100 მეტრშია.

კიეზა ამჟამად არ არის სათამაშო კონდიციაში. უკეთაა, მაგრამ არ არის საუკეთესო პირობებში. ადრე იმედი მქონდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ არის. ის და პოგბა ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან მიზნების მისაღწევად და თუ მათ გარეშე თამაში გვიწევს, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.

ტრავმიანობის საშუალო მაჩვენებელი ამ სეზონში გაიზარდა. როცა სეზონს სამი ფეხბურთელის გარეშე იწყებ და 21 თამაშის ჩატარება გიწევს, სხვებს უწევთ მეტი თამაშში. მაკკენიმ ზედიზედ 15 თამაში ჩაატარა, პლუს ეროვნულ ნაკრებში. რაღაცას რა თქმა უნდა არასწორად ვაკეთებთ და რაღაც შეგვეშალა, რადგან ტრავმიანობა ძალიან ხშირია. თუმცა, როგორც ვთქვი, უნდა ვისაუბროთ მათზე, ვინც ჩვენს განკარგულებაშია. ორშაბათიდან ვფიქრობ, დი მარია და ბრემერი დაბრუნდებიან, ასევე პარედესი, თუ ყველაფერი კარგად იქნება. დანარჩენებს იანვარში შევხვდებით. ვლაჰოვიჩი ხვალ ვერ ითამაშებს, იმედი მაქვს, რომ „ინტერთან“ იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …