მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “იტალიაში 2-3 თამაშის შემდეგ 20 წლის ბიჭები ჩემპიონები გვგონია”

ალეგრი: “იტალიაში 2-3 თამაშის შემდეგ 20 წლის ბიჭები ჩემპიონები გვგონია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იტალიაში 20 წლის ფეხბურთელებს ორი-სამი თამაშის შემდეგ ნამდვილ ჩემპიონებად მიიჩნევენ, თუმცა ეს შეცდომაა. ალეგრი ფიქრობს, რომ 20 წლის მოთამაშე შეუძლებელია 28 წლის ფეხბურთელივით შემდგარი იყოს.

„უკვე რამდენიმე წელია იტალიაში არის ტენდეცია, რომ ბავშვები 2-3 თამაშის შემდეგ ნამდვილ ჩემპიონებად შერაცხონ, მაგრამ ამით მათ არ ვეხმარებით. 20 წლის ასაკში მოთამაშეს არ შეიძლება ჰქონდეს 28 წლის ფეხბურთელის სიმწიფე.

გამარჯვება ყველა კარგია, არ ვიცი, როგორ ავირჩიო. მახსოვს პირველი ჩემპიონობა სერია C-ში „სასუოლოსთან“ ერთად და პირველი სკუდეტო „მილანში“. დამარცხებები ყველა ცუდია, ზოგიერთი უფრო მეტად, რადგან შინაგან სიცარიელეს ტოვებს. ეჭვები გიჩნდება, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლო.

„მილანში“ მესამე სეზონი და „იუვენტუსში“ მეორე სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმუშაობდით, მომენტებს ვერ ვიყენებდით. შემდეგ ორივე შემთხვევაში ყველაფერი გამოსწორდა და საქმეები უკეთ წავიდა“, – თქვა ალეგრიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …