მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “თითქოს, ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა”

ალეგრი: “თითქოს, ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქის ზეიმი „იუვეს“ აბრაზებს და ეს საჭიროცაა.

ალეგრი კმაყოფილი დარჩა გუნდის თამაშით და ფიქრობს, რომ ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა.

„ნამდვილი მატჩი იყო, კარგი ტესტი იმის დასანახად თუ სად ვიმყოფებოდით. სამწუხაროდ, თითქოს, ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა. ბოლო წამებზე ასეთი გულუბრყვილობა ჩავიდინეთ იტალიის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ბიჭებისთვის სასაყვედურო არაფერია.

ეს მარცხი მტკივნეულია, რადგან ასე წავაგეთ, მაგრამ უნდა გაგვაბრაზოს და გამოვიყენოთ სეზონის დარჩენილ პერიოდში. დადებითი მხარეც უნდა დავინახოთ: ფიზიკურად უკეთ ვართ და ვიზრდებით. რუგანით კმაყოფილი ვარ, ალექს სანდრო შეცდომის მიუხედავად დაუბრუნდა თავის დონეს. დიბალა? ტრავმის შემდეგ ამდენი თამაშის შემდეგ არ იყო საუკეთესო კონდიციაში. კულუშევსკიმ კარგად ითამაშა და ვფიქრობ, მეორე ტაიმში გუნდს არაფერი დაუთმია და ჩვენს კართან საფრთხე პრაქტიკულად არ ყოფილა. სხვების ზეიმი გვაბრაზებს და ეს საჭიროა.

ბონუჩისა და „ინტერის“ წარმომადგენლის ჩხუბი? არაფერი მომხდარა, ლეო ანერვიულებული არ იყო. ის მოედანზე უნდა შესულიყო პენალტის დასარტყმელად, თუმცა, ეს ვერ მოვახერხეთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 15 იანვარს, სერია A-ს 22-ე ტურში შინ „უდინეზესთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …