მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ზენიტთან” ბოლო 5 წუთი ამ სეზონში ჩვენი გუნდის ემბლემაა”

ალეგრი: “ზენიტთან” ბოლო 5 წუთი ამ სეზონში ჩვენი გუნდის ემბლემაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ზენიტთან“ (4:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილო დარჩა, მაგრამ ბოლო 5 წუთით არა და თქვა, რომ ეს ამ გუნდის ემბლემაა.

„გუნდის თამაშის ხარისხში ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, ჩვენ „სასუოლოსთანაც“ კარგად ვითამაშეთ, ასევე „ვერონასთან“ საწყისი 10 წუთის გარდა, მერე კარგი რეაქცია გვქონდა. ამჯერად ტექნიკურად კარგად ვითამაშეთ, ინტენსივობა იგრძნობოდა. თუმცა, მოსამატებელი გვაქვს, რადგან ამ მატჩის ბოლო 5 წუთი მიმდინარე სეზონში ჩვენი ემბლემაა. 4:1-ზე კონტრშეტევები გავაკეთეთ, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ გოლი გავუშვით. ეს არის თამაშის სწორად წარმართვის საკითხი. არ შეიძლება ყოველთვის გოლის გაშვების საფრთხის წინაშე ვიყოთ, რაც ყოველთვის ცუდია.

ბაზაზე შეკრება? გუშინ დილით მივედით ბაზაზე და კარგად ვივარჯიშეთ. ხვალ დილიდან ფეხბურთელებს ჯილდოდ დასვენების დღე მივედი, ხუთშაბათს ვიკრიბებით და ვივარჯიშებთ. შემდეგ ორი დღე გვაქვს, რომ „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის მოვემზადოთ, რომელიც რთული იქნება.

დიბალა? პაულომ ტექნიკურად შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როგორც მთლიანად გუნდმა. ჩვენ უბრალოდ ბოლო 5 წუთი უნდა დავივიწყოთ, ასე არ უნდა ვითამაშოთ, სწორედ ამიტომ წავაგეთ „სასუოლოსთან“, „ემპოლისთან“ და ვერ მოვიგეთ „უდინეზესთან“.

ჩვენ სეზონის პირველ მიზანს მივაღწიეთ. გამარჯვებამ მორალურად გაგვაძლიერა და შაბათს „ფიორენტინასთან“ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, სწორად უნდა ვითამაშოთ, მათ კარგი გუნდი მწვრთნელი ჰყავთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფიდან უკვე გავიდა, რადგან 12 ქულა აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ისევ იბრძვის და გადამწყვეტი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩი იქნება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …