მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი გავზარდოთ”

ალეგრი: “ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი გავზარდოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ზენიტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ძირითადად ცალკეული ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დააანონსა, რომ მატიას დე ლიხტი გამოჯანმრთელდა და ითამაშებს.

„ზენიტი“ კარგი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და კარგ ფეხბურთს თამაშობს. ასე იყო ლონდონში, „ჩელსის“ წინააღმდეგ. დადებითი შედეგი საშუალებას მოგვცემს, რომ ჯგუფიდან გასვლის პროცენტული შანსი გავზარდოთ. დე ლიხტი კარგადაა და ითამაშებს, ისევე როგორც არტური, მიუხედავად იმისა, არ ვიცი, ძირითადში იქნება თუ არა. არტურს შეუძლია დაცვის წინ ითამაშოს, ან სამკაციან ცენტრალურ ნახევარდაცვაში.

რაც შეეხება შემადგენლობას, ბონუჩი და შჩესნი ითამაშებენ, დანარჩენები ვნახოთ როგორ იქნებიან და შევაფასებთ მდგომარეობას. მორატა კარგაა, ბოლომდე გამოჯანმრთელდა და შეიძლება ძირითადში იყოს. დიბალა კარგად მუშაობს, მაგრამ ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ინტერთან“ მატჩისთვის გუნდთან ერთად უნდა იყოს. კვირას გასამართი თამაში? აზრი არ აქვს ამაზე ახლა ლაპარაკს, ხვალ მატჩბოლი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

კარგი ფეხბურთელები მყავს, თავიდან კარგად არ ვიცნობდი ყველას თვისებებს და ეს ნორმალურია. ახლა გუნდს დაცვაში თამაში მოსწონს და ეს კარგია. ახლა საჭიროა, გავაუმჯობესოთ შემტევი ნაწილი, ისევე როგორც დაცვა. შემდეგ შედეგები გაზრდის თვითრწმენას და უფრო მშვიდად ვიმუშავებთ. სეზონის უმნიშვნელოვანეს მომენტებს მზად უნდა შევხვდეთ.

ალექს სანდრო ითამაშებს. დე შილიომ „რომასთან“ კარგად ითამაშა, მაგრამ მისთვის ეს ჩვეულებრიობა უნდა გახდეს. ნოემბრის სანაკრებო შესვენებამდე შესაძლებლობა გვაქვს ძირითადის წევრებს დავეყრდნოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, კი ვნახოთ, მშვიდად უნდა ვიყოთ.

მსაჯებზე პოლემიკა მიკვირს? არა, ეს იტალიაში აზროვნების ნაწილია. მსაჯები თაობას იცვლიან, მათ VAR ეხმარებათ და ჩვენ ყველა მათგანს უნდა დავეხმაროთ, საჭიროა მათ დრო მივცეთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჯგუფში 6 ქულა აქვს და „ზენიტს“ 20 ოქტომბერს, სტუმრად თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …