მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “გუნდი იზრდება, “ინტერს” მომენტის შექმნის უფლებაც არ მივეცით”

ალეგრი: “გუნდი იზრდება, “ინტერს” მომენტის შექმნის უფლებაც არ მივეცით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მან ფეხბურთელები შეაქო და აღნიშნა, რომ გუნდი იზრდება.

„დღეს ადვილი თამაში არ იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან მილანში გამარჯვება ყოველთვის რთულია. ცოტა და არაფერი შევაქმნევინეთ მეტოქეს, მაგრამ 3-4 ადვილ სიტუაციაში შევცდით პირველ ტაიმში. სიზუსტე უნდა გავაუმჯობესოთ, პასების არჩევანზე უნდა ვიმუშაოთ. არჩევანი კარგი იყო, კარგი ტექნიკური თამაში და ბიჭებმა სანაკრებო პაუზაზე საჩუქარი გამიკეთეს. ბარძალიმ კარგად იცის, პაუზამდე გამარჯვება მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში მატჩები უნდა მოიგო, რომ მომდევნო დღეებში კარგად იცხოვრო. დღეს ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ ძალიან ძლიერ „ინტერთან“. მოედანი ადრე დავტოვე, რადგან ვნერვიულობდი და წავედი, რადგან ყვითელი ბარათის მიღება არ მინდოდა, თან გუნდი მშვიდად დავტოვე.

ფაჯოლი? გუნდი ზოგადად იზრდება, თუნდაც დაცვით დონეზე, თითქმის არაფერი მიგვიღია. სამწუხაროდ, პოგბა მიმდინარე სეზონში არასდროს ყოფილა ჩვენს განკარგულებაში, პარედესი თავიდან კარგად თამაშობდა, ბოლო დროს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ისინი ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ფაჯოლის აქვს ტექნიკა, შეუძლია ბევრი სირბილი და კარგად იზრდება. ლოკატელი შეტევების ჩაშლაში ძალიან კარგი იყო.

გოლი? „სალერნიტანასთან“ არაფერი მომხდარა? მსაჯის გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, „ინტერთან“ პირველ მატჩში გაგვიუქმეს გოლი, არც ვიცით, ხელი იყო თუ არა. კარგი იქნება თუ ცუდი, უნდა მივიღოთ გარკვეული ეპიზოდები, ჩვენ სინიორები ვართ და მსაჯებზე არ ვსაუბრობთ. კიფისთან ადვილი არ იყო დღეს აქ მსაჯობა. ვისაუბროთ ფეხბურთზე, არა მსაჯებზე. როდესაც VAR-ი შემოიღეს, „ატალანტა“-„იუვენტუსში“ გააუქმეს გოლი, რაზეც ვთქვი, რომ თუ VAR-ი ობიექტურია, ფუნქციონალურია, თუ სუბიექტური, ეს პრობლემაა. „სალერნიტანასთან“ იყო ობიექტური, დღეს თითქმის სუბიექტური გახდა… მოდი, მსაჯებს თავი დავანებოთ, რადგან რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ მათზე, მით უფრო დავეხმარებით. მკითხეთ, დავუშვი თუ არა შეცვლებში შეცდომა, საფეხბურთო თემებზე მკითხეთ.

გუნდს აქვს გული და ვნება, ეს ქმნის განსხვავებას. გარედან ვინც უყურებს ამ სიტუაციას, რას განიცდიდა გუნდი -15 ქულაზე, უჭირდა და იბრძოდა. ახლა 40 ქულაზე მეტი გვაქვს, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ვართ და იტალიის თასის ნახევარფინალში. ზოგადად ყველა უმჯობესდება.

კოსტიჩი მნიშვნელოვანი მოთამშეა, მან სწორი არჩევანი გააკეთა ყველა მომენტში ბოლო ორი ეპიზოდის გარდა, სადაც უნდოდა ვლაჰოვიჩს გოლი გაეტანა. ის ბევრად უკეთ იცავს თავს და შეტევაშიც უმატებს. დუშანმა საუკეთესო თამაში ჩაატარა, რაც „იუვეშია“. კიეზა კარგად ჩაერთო, სულემაც კარგად ითამაშა, ის მხოლოდ 19 წლისაა. ეს გამარჯვება კლუბისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

კიეზა? მას აქვს ტკივილი და ცოტა ეშინია, მაგრამ დიდი არაფერია. დი მარია? არ იყო კარგად, საჭირო რომ ყოფილიყო, შეიძლება გამერისკა, მაგრამ მისი თამაშში ყოფნის საჭიროება არ ყოფილა და არ მინდოდა უბრალოდ გამერისკა და მერე ერთი თვის დაგვეკარგა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 1 აპრილს, შინ „ვერონასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …