მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ბენფიკასთან” რომ მოგვეგო, რას იტყოდით?”

ალეგრი: “ბენფიკასთან” რომ მოგვეგო, რას იტყოდით?”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონცასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გადადგომაზე არ ფიქრობს და გუნდის მუშაობითაც კმაყოფილია.

„რეაქციაზე მეტად, „მონცას“ მიმართ პატივისცემაა საჭირო, რომელიც სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს და ბოლო ტურში სერია A-ში პირველი ქულა მოიპოვა. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ შეცდომებს, ბოლო სამ თამაშში გაშვებული 6 გოლიდან ყველა დაცვაში შეცდომებით გავუშვით.

ვირტუალური „იუვე“? ეს არ იყო ინტერვიუ, მარიო სკონჩერტისთან ვმეგობრობ და მასთან უბრალოდ ვისაუბრე, შემდეგ კი ინტერვიუდ გამოაქვეყნეს. ხშირ ტრავმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რაღაც შეცდომები დავუშვით, მათ შორის, პირველ რიგში მე, ვიდრე სხვებმა. თუმცა, სამედიცინო შტაბი ნამდვილად კარგად მუშაობს. „ბენფიკასთან“ რომ მოგვეგო, რას ვიტყოდით? მე ვიტყოდი, რომ გაუმჯობესება გვჭირდება. სერია A-ში 4-ქულიანი ჩამორჩენა გვაქვს, „ბენფიკასთან“ წავაგეთ, ამ მომენტში ყველაფერი ნეგატიურია, მაგრამ ახლა ხვალინდელ მატჩში წარმატებაზე უნდა ვიფიქროთ და სანაკრებო პაუზის შემდეგ 3-4 ფეხბურთელი დაგვიბრუნდება. ლისაბონში საფინალო მატჩი გვექნება.

ჩვენ არ გვაქვს სქემის პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ გოლებს ძალიან მარტივად ვუშვებთ. ხვალ ალექს სანდრო, რაბიო და ლოკატელი ვერ ითამაშებენ. შჩესნი დაბრუნდა, მაგრამ პერინი ითამაშებს. დი მარია ძირითადში იქნება, კინსა და კოსტიჩს შორის კი ერთ-ერთი ითამაშებს.

რა თქმა უნდა შეცდომები მეც მაქვს, შეცვლებში, შემადგენლობის შერჩევაში, მოსამზადებელ ეტაპზე, ბევრ რაღაცაში შევცდი. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ნეგატიურ მომენტებშიც ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა, ამას მაშინაც ვხედავ, როცა ყველაფერი კარგადაა. მთავარი პრობლემის დანახვა მაშინაა, როცა იმარჯვებ. „ბენფიკასთან“ 1:1-ის შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა, მერე ერთი ორთაბრძოლა წავაგეთ და თამაში წავაგეთ. ახლა, სადაც ვართ დამსახურებულად ვართ და საქმე ცუდად მიდის, თუმცა სიტუაციის შეცვლა შეიძლება. რაც უფრო მეტს ვიტირებთ, უარესია, შედეგი სიმშვიდით მოდის.

გათავისუფლება? ეს მაკლდა და ახლა ამაზეც საუბრობენ. მომწონს კიდეც. რატომ? იმიტომ, რომ მსიამოვნებს. გადადგომა? იტალიურად ვლაპარაკობ, შედეგები აფასებს ჩემს მუშაობას, ეს ნორმალურია, კლუბთან ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. პასუხისმგებელი მე ვარ.

ოდესმე მყავდა მთელი შემადგენლობა ხელმისაწვდომი? არა. გუნდი კარგად მუშაობს? იმ პირობებში, რაც გვაქვს, კი. თუ მოიგებ, კარგი ბიჭი ხარ, თუ წააგებ…“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მონცასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …