მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ახლა გუნდს ვგავართ”

ალეგრი: “ახლა გუნდს ვგავართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ახლა „იუვე“ ნელ-ნელა გუნდს ემსგავსება.

„ახლა გუნდს ვგავართ. კარგად დავიწყეთ, ჩემპიონატში ჩამორჩენა გვაქვს და ეს უნდა ავინაზღაუროთ. „ტორინოსთან“ გამარჯვების შემდეგ დღეს მოგება აუცილებელი იყო და ბიჭებმა კარგად ითამაშეს, რადგან „ემპოლი“ არის გუნდი, რომელიც ბევრს დარბის, პრესინგს თამაშობს, დრიბლინგებს აკეთებს. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა და რამდენიმე დარტყმა მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ვუმჯობესდებით და ფაქტია, რომ მეორე ტაიმში კარგი ტემპი გვქონდა, ეს კარგის ნიშანია ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით. ამ კვირაში 5 დღე გვქონდა, კარგად ვიმუშავეთ და ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ.

კინმა თავი ძალიან წარმოაჩინა, მას ცოტა თამაში უწევდა და უჭირდა. ახლა უკეთეს ფორმაში შედის, განსაკუთრებით მენტალურად. გაიტანა გოლი და ჰქონდა საგოლე მომენტები, ისევე, როგორც „ტორინოსთან“ ჰქონდა. ბედნიერი ვარ მის გამო, მაგრამ ასევე ყველას გამო, მაგალითად, პარედესის და მილიკის გამოც. ისინი უფრო მშვიდი უნდა იყვნენ. დადებითი შედეგი ხელს უწყობს უკეთ თამაშს, უბრალოდ ნახეთ, როგორ დავასრულეთ თამაში, ყველა შეტევაზე იყო. 3-კაციანი დაცვა? კუადრადო და კოსტიჩი უნდა გამოგვეყენებინა, განსაკუთრებით „ემპოლისთან“, რომელიც ძალიან მჭირდოდ თამაშობს. პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგზე ნაკლებად გვქონდა ბურთის ფლობა, მაკკენი ბევრს დარბის, მაგრამ მისი თვისებებიდან გამომდინარე თამაშის კონსტრუქციაში ნაკლებად შეუძლია მონაწილეობა, თუმცა მეორე ტაიმში ბევრად უკეთესი იყო.

პარედესი? ლეონარდო არაოპტიმალურ კონდიციებში შემოგვიერთდა და ბევრი თამაშის ჩატარება მოუწია, რადგან იმ მომენტში ლოკატელი და რაბიო გვაკლდა. დღეს კარგად ჩაერთო და ძალიან კარგად ითამაშა, რადგან იმ მომენტში საჭირო იყო ხარისხი, ტექნიკა და ბურთის მართვა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ბენფიკასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …