მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ასეთი მატჩები უფრო ხშირად უნდა ვითამაშოთ, კიეზა ჩემთვის თავდამსხმელია”

ალეგრი: “ასეთი მატჩები უფრო ხშირად უნდა ვითამაშოთ, კიეზა ჩემთვის თავდამსხმელია”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდმა ასე სერია A-შიც უნდა ითამაშოს, სადაც სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია.

„როგორც წესი მეზღვარები ყოველთვის პოულობენ ქარიშხლის დროს გამოსავალს. კარგი მატჩი იყო ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ. ტექნიკურად შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მაგრამ მეტოქეს ბევრი არაფრის შექმნის შესაძლებლობა მივეცით. ორ თამაშში 6 ქულა და არცერთი გაშვებული გოლი გადამწყვეტი არა, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პლეი-ოფში გასასვლელად.

თავიდან ვფიქრობდი, რომ სამი შემტევით უპირატესობა შეიძლებოდა გვქონოდა, შემდეგ გადავწყვიტე, რომ კიეზა წინ დამაყენება და ბერნარდესკი მის უკან, ასე უკეთ ვითამაშეთ.

ნახევარდაცვა? იმედია არტური „რომასთან“ მატჩისთვის დაგვიბრუნდება. ბენტანკურს რეჯისტას პოზიციაზე თამაში მარტო უჭირს, ლოკატელიმ შესანიშნავად ითამაშა, თუნდაც ლუკაკუსთან დაცვით ფაზაში. ის და ბენტანკური კარგ დუეტს ქმნიან. ფეხბურთში უნდა გქონდეს განრისხება და სურვილი, ჩემმა ბიჭებმა ეს კარგად წარმოაჩინეს, მხოლოდ რამდენიმე ჩაწოდების და კარში ერთხელ დარტყმის საშუალება მივეცით ევროპის ჩემპიონებს, მაგრამ შჩენის გუნდის გადარჩენა არ დასჭირვებია.

ასეთი მატჩები უფრო ხშირად უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით ჩემპიონატში, ეს ზრდის ნაწილია. კარგად ვერ დავიწყეთ, დაცვაში ყურადღებით ვიყავით, გვჭირდებოდა ბურთის უკეთ განაწილება, როცა ეს შესაძლებელი იყო. რატომ ვუშვებთ ჩემპიონატში ბევრ გოლს და ჩემპიონთა ლიგაზე არა? ესეც ფეხბურთის ნაწილია. რისკზე არ წავსულვართ და სტანდარტულებზე ყურადღებით ვიყავით. ახლა შაბათის დერბიზე უნდა ვიფიქროთ, რომ სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ. ასეთი „იუვე“ სერია A-შიც უნდა ვნახოთ.

კიეზამ თავისი სრული პოტენციალი ამ თამაშში აჩვენა? არა, კიეზას აბსოლუტურად არ უჩვენებია თავისი შესაძლებლობების 100%, მას ბევრად გაუმჯობესება შეუძლია, მან ცენტფორვარდად პირველად ითამაშა. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ მე ფედერიკო მომავალში თავდამსხმელად წარმომიდგენია და ის დროთა განმავლობაში თავდამსხმელი გახდება, ითამაშებს ან ცენტრფორვარდად ან ორ თავდამსხმელში ერთ-ერთი იქნება.

ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უფრო ადვილია? ჩემპიონატი ერთია, ჩემპიონთა ლიგა მეორე. ჩემპიონატში ყოველდღე მაქსიმალურად უნდა იმუშაო, რადგან 39 მატჩია და უფრო მეტი სტაბილურობა უნდა აჩვენო, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე.

ბერნარდესკის ახალი პოზიცია? ეს ექსპერიმენტი არ იყო, რადგან კინს მთელი თამაშის თამაში არ შეეძლო. უფრო ტექნიკური ფეხბურთელი გვჭირდებოდა. ბერნარდესკიმ ბრწყინვალედ ითამაშა. რატომ დე ლიხტი და არა კიელინი? თავიდან სწორედ ეს ეჭვი მქონდა, რომელი მეთამაშებინა და საბოლოოდ დე ლიხტი ავირჩიე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …