მთავარი / სიახლეები / ალეგრის სუარესის დამატება სურდა, მაგრამ “იუვეს” ხელმძღვანელობამ უარი უთხრა

ალეგრის სუარესის დამატება სურდა, მაგრამ “იუვეს” ხელმძღვანელობამ უარი უთხრა

მასიმილიანო ალეგრის ალვარო მორატას შემცვლელად ისეთი ფეხბურთელი სურს, რომელიც გუნდისთვის, როგორც ფიზიკურიად, ისე მენტალურად მზად იქნება და თანაც, სათანადო გამოცდილება გააჩნია.

Corriere Dello Sport-ის ცნობით, ალეგრის სიაში ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი იყო, რომელიც ესპანურ კლუბში ბედნიერი აღარ არის და დიეგო სიმეონესთანაც კონფლიქტი აქვს. ტრანსფერის ალბათობა არსებობდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ალეგრის ამ ვარიანტზე უარი უთხრა.

წყაროს თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი ის სკანდალია, რომელშიც „იუვე“ სუარესის გამო ჯერ კიდევ გასულ წელს მოექცა – პერუჯას უნივერსიტეტის გამოცდები.

ამრიგად, სუარესის ტრანსფერი კიდევ ერთხელ ჩაიშალა, ამჯერად, კლუბის გადაწყვეტილებით. „იუვენტუსს“ მორატას შემცვლელი ჯერაც არ უპოვია და სანამ არ იპოვის, იქამდე ესპანელის „ბარსელონაში“ გაშვებას ვეტო ადევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …