მთავარი / სიახლეები / ალეგრის ეფექტი და კიეზას გოლით გამარჯვება “ჩელსისთან”

ალეგრის ეფექტი და კიეზას გოლით გამარჯვება “ჩელსისთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და საკადრო პრობლემების მიუხედავად ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა!

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ცრუ ცხრიანით და მეორე ნომრად ითამაშა, რამაც სრულად გაამართლა. მასიმილიანო ალეგრიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ შესანიშნავი ტაქტიკოსია, თუ მის დავალებებს ფეხბურთელები ზუსტად შეასრულებენ.

„ჩელსი“ თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტები უფრო მეტად „იუვემ“ შექმნა და დამსახურებულად მოიგო.

პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს გოლთან ფედერიკო კიეზა იყო, რომელმაც მე-19 წუთზე მახვილი კუთხიდან კარს მცირედით ააცილა. საერთოდ, კიეზა ბევრს ამწვავებდა და გამორჩეული იყო. მეორე ტაიმი კი „იუვეს“ გოლით დაიწყო.

მეათე წამზე ადრიენ რაბიოს პასის მერე ფედერიკო ბერნარდესკიმ ითამაშა დიდებულად, ფედერიკო კიეზა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიში გაიხსნა. ეს არის ჩემპიონთა ლიგაზე 2003 წლის მერე (მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან) ყველაზე სწრაფი გოლი მეორე ნახევარში. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში, რომელიც „იუვეს“ ჰქონდა. სამაგიეროდ, „ჩელსიმაც“ ერთხელ დაარტყა და „იუვენტუსმა“ თავი შესანიშნავად დაიცვა. ყველაზე კარგი შანსი რომელუ ლუკაკუს მატჩს ბოლოს მიეცა, როცა არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, 1:0-ზე ფედერიკო ბერნარდესკიმ 3 მეტრიდან ურეალურესი მომენტი გაანიავა.

საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ 1:0 მოიგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია. თუ სერია A-ში ტურინული გრანდი კარს მშრალად ვერ ინახავს, ჩემპიონთა ლიგაზე სხვა სტატისტიკა აქვს.
მაქს ალეგრის გუნდი მომდევნო ტურში „ზენიტს“ შეხვდება, მაგრამ მანამდე უახლოესი მატჩი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ ელოდება.

„იუვენტუსი“ – „ჩელსი“ 1:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური (კიელინი 83), ლოკატელი, რაბიო (მაკკენი 77); კიეზა (კინი 77), ბერნარდესკი (კულუშევსკი 65)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; კრისტენსენი (ბარკლი 75), ტიაგო სილვა, რიუდიგერი; ასპილიკუეტა (ლოფტუს-ჩიკი 62), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო (ჩალობა 62), ალონსო (ჩილველი 46); ჰავერტცი, ზიეჩი (ჰადსონ-ოდოი 62); ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0  კიეზა (46)

გაფრთხილება: კუადრადო (89) ალონსო (18), ზიეჩი (61), რიუდიგერი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 7 (1) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ხილ მანსანო (ესპანეთი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …