მთავარი / სიახლეები / ალეგრიმ და “იუვეს” ბოსებმა დეპაის მილიკი ამჯობინეს

ალეგრიმ და “იუვეს” ბოსებმა დეპაის მილიკი ამჯობინეს

ტურინის „იუვენტუსმა“ არკადიუშ მილიკსა და მემფის დეპაის შორის არჩევანი პოლონელ ფეხბურთელზე შეაჩერა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

დღეს კლუბის ხელმძღვანელობასა და მასიმილიანო ალეგრის შორის შეხვედრა სწორედ ამ საკითხზე შედგა და ისინი შეთანხმდნენ, რომ გუნდს მილიკი უფრო გააძლიერეს, ვიდრე დეპაი.

ალეგრი ფიქრობს, რომ მას კრეატიულ დეპაიზე მეტად ფორვარდი სჭირდება, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩს ზოგჯერ შეცვლის. მილიკის ტრანსფერზე „მარსელთან“ შეთანხმება მიღწეულია. იჯარა 2 მილიონ ევროდ და გამოსყიდვის უფლება 8 მილიონ ევროდ.

პოლონელის ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება. დეპაის დამატება ტურინელებს უფასოდ შეეძლოთ, მაგრამ ნიდერლანდელი 8.5 მილიონ ევროს ითხოვდა, რის გამოც არაა გამორიცხული სწორედ მილიკი ამჯობინეს და ტექნიკური თვისებები შეიძლება არც არაფერ შუაში იყოს.

შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …