აიაქსი დაინტერესებულია იუვენტუსის ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის არენდით აყვანით. ამის შესახებ ინფორმაციას VTBL ავრცელებს.
ჰოლანდიელები აკვირდებიან დე ლიხტის მდგომარეობას, რომელიც იუვენტუსში ნელ-ნელა კარგავს ადგილს. იტალიური მედიის ინფორმაციით აიაქსი განიხილავს დე ლიხტის იჯარით დაბრუნებას 2019/20 წლის სეზონის დასრულებამდე.
შეგახსენებთ, რომ მატეის დე ლიხტი აიაქსიდან იუვენტუსში, 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა.