კომპანია Exor-ის მფლობელმა, რომელიც „იუვენტუსს“ აფინანსებს, ჯონ ელკანმა განაცხადა, რომ გუნდი გაახალგაზრდავების გზას ადგას და ის, რაც „იუვემ“ ბოლო ათი წლის განმავლობაში გააკეთა, საოცრება იყო.
„ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ახალგაზრდავდება. როდესაც გვინდა ავაშენოთ მომავალი, რაც კარგად ვიცით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალგაზრდებზე. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, როგორც თაობას: ზედიზედ 9 სკუდეტო მოვიგეთ და გავაუმჯობესეთ ზედიზედ 5 სკუდეტოს რეკორდი, რაც ბაბუაჩემს მახსენებდა. რასაც ამ ათწლეულში მივაღწიეთ, საოცარი რამ იყო“, – თქვა ელკანმა.