ჯანლუიჯი ბუფონი სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს, იქამდე „სასუოლოსთან“ დიდებული თამაში ჩაატარა. ჯიჯიმ პენალტი მოიგერია და სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა, რომელმაც ეს გააკეთა.
ჯიჯიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 თამაში ჩაატარა და „იუვენტუსი“ ერთხელაც არ დამარცხებულა – 11 მოგება, 2 ფრე. თამაშის შემდეგ ბუფონი DAZN-ისა და Sky Sport-ის ჟურნალისტებს ვრცლად ესაუბრა.
– თამაშის წინ გახურებისას ისე ჩანდა, რომ თითქოს შენთვის პირველი თამაში იყო. დაძაბულობა, კონცეტრაცია. შემდეგ მოიგერიე პენალტი და გუნდი თამაშში დატოვე. ჯიჯი ბუფონი ისევ გადამწყვეტია…
– დიახ, მატჩის დაწყებამდე ვცდილობდი საკუთარ თავზე ზეწოლა გამეძლიერებინა, რადგან თუ მშვიდად ვიქნები და ამას არ გავაკეთებ, სხვანაირად მივუდგები, ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ. ეს არის ჩემი მეთოდი და ვცდილობ ასე მოვიქცე. ზეწოლა მოვახდინო ჩემს თავზე თამაშის დაწყებამდე. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ასევე, ვითვალისწინებ, რომ გულშემატკივრები არ არიან და თითქმის 700 შეხვედრის შემდეგ თამაშში დასარჩენად საჭიროა რაღაც მოიქმედო, რომ თამაში პირველივე წუთიდან სწორი სულისკვეთებით დაიწყო.
– კარგი იქნებოდა, წასვლა „ალიანც სთედიუმზე“ ტიფოზებთან ჩახუტებით…
– არა, მე კმაყოფილი ვარ სამი წლისწინანდელი დამშვიდობებით, ეს რაღაც ულამაზესი იყო. მართლაც გამიჭირდებოდა ამის გამეორება. უფრო სირცხვილი იქნებოდა, შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვარ და ბედნიერი ვარ, ამ შესანიშნავი მოგონებით.
– თქვენ თქვით: „პრობლემებს აღარ შევქმნი“. ეს ფრაზა ბევრისთვის სადაო გახდა. შეგიძლიათ განმარტოთ?
– არა, ეს თავმდაბლურად ვთქვი. 20 წელია „იუვეში“ ვარ და ყოველთვის ვემსახურებოდი „იუვეს“, კლუბს, გულშემატკივრებს, ტანაგუნდელებს, თითქოს მე ვიყავი ბოლო ბორბალი. ხშირად, როდესაც ფეხბურთელი ბევრ დროს ატარებს ერთ კლუბში, შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ მას განსაკუთრებული სურვილი აქვს დარჩეს, არ წავიდეს, სამაგიეროდ, მე მაქვს ჩემი სიამაყე, მე ვარ ჯიჯი ბუფონი. ეს ჩემი ფეხბურთის და ცხოვრების გზაა. როგორც ვთქვი, „იუვესთვის“ ყველაფერი გავიღე და კიდევ უფრო მეტი მივიღე და ყველას ვუყვარვარ. თუ მე ისევ აქ ვარ, ჩემი დამსახურებაა, მაგრამ ასევე „იუვეს“ იმის გამო, რაც მან მასწავლა.
– როგორია წლევანდელი „იუვე“?
– ეს არის ძლიერი „იუვე“, მაგრამ პრობლემა იყო არასტაბილურობა და წარმოუდგენელი ქულები დავკარგეთ, 5 „ბენევენტოსთან“, 5 „ფიორენტინასთან“, 5 სხვა მეტოქესთან… „ფიორენტინასთან“ და „ბენევენტოსთან“ 10 ქულა რომ არ დაგვეკარგა, ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში ვიქნებოდით. გუნდი ისევ ძლიერია, კონკურენტებთან კონკრეტულ მატჩებში ეს დავამტკიცეთ, ზოგი მოვიგეთ, ზოგჯერ ფრე ვითამაშეთ, ზოგი წავაგეთ, ეს ნიშნავს, რომ თამაში ნებისმიერთან შეგვიძლია. პრობლემა არასტაბილურობა იყო.
– თქვენ ვიღაცის მიმართ ძალიან გაბრაზდით გაშვებული გოლის დროს…
– წამიერად მსაჯზე გავბრაზდი, იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჯარიმა დაეინიშნა, რომელზეც ვერავინ ვერაფერს ეტყოდა. ამიტომ, ვუთხარი: დასტვინე, რადგან ჯარიმა იყო. 5 წამის შემდეგ გოლი გაგვიტანეს. მე კი, მინდა, რომ თამაშები გოლების გაშვების გარეშე დავასრულო.
– როგორ შეაფასებ ამ ორ წელს?
– იმ ათობით მიზეზთა შორის, რის გამოც დავბრუნდი მეორე მეკარის როლში, რომელსაც არ ვიყავი შეჩვეული, იყო საკუთარი თავის გამოცდაც. ეს გამოწვევა იყო საკუთარ თავტან და ამ ორი წლით ნედნიერი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ საიმედოობის ნიშნები ვაჩვენე და ვცდილობდი საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმომეჩინა. თუ ერთ დღეს მწვრთნელი ვიქნები, ჩემს ფეხბურთელებზე შემეძლება თქმა, რომ სკამზე დარჩნენ, რადგან ერთ დროს მეც იქ ვიყავი.
– მომავალი „პარმაში“ შესაძლებელია?
– დასამალი არაფერი მაქვს, „იუვეში“ პატარა ბიჭი მივედი და მივდივარ ბედნიერი კაცი. ეს არის ყველაზე ლამაზი მოგზაურობა, რომლის მიღწევაც შემეძლო. დაახლოებით 20 დღე უნდა დავფიქრდე, შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უნდა გავაცნობიერო, მაქვს თუ არა სწორი ენთუზიაზმი, რომ თამაში გავაგრძელო. ამგვარი შეფასება უნდა გავაკეთო.
– „იუვენტუსს“ თქვენთან ერთად არ წაუგია…
– სტატისტიკა ამბობს, რომ მხოლოდ მე ვარ „იუვენტუსის“ დაუმარცხებელი ფეხბურთელი. მთლიანობაში ეს მეამაყება და ბედნიერი ვარ. დღეს ვნახე გუნდი, რომელიც მოწონს, მშრომელთა გუნდი, რომელსაც გამარჯვება სურდა და უბრალოდ არ ცდილობდა მოგებას. ამაში დიდი განსხვავებაა.
– რა დაგაკლდათ წელს?
– მწვრთნელს არ გაუმართლა, რადგან მას დრო არ ჰქონდა სეზონის წინ მოსამზადებლად, პრესეზონი ხშირად გადამწყვეტია, გუნდს ზუსტ ანაბეჭდს აძევს. იყო არასტაბილურობაც, „ფიორენტინასთან“ და „ბენევენტოსთან“ დაკარგული 10 ქულა სკუდეტოსთვის საბრძოლველად საკმარისი იქნებოდა.
– „იუვენტუსიდან“ იყო მცდელობა დარჩენაში დაეყოლიებინეთ? თუნდაც სხვა როლში?
– წასვლის შესახებ კლუბს და პრეზიდენტს იანვარში ვაცნობე, რადგან ჯერ კიდევ აგვისტოში მივიღე მასტიმულირებელი წინადადება და ამ დროს „იუვემ“ შემომთავაზა ახალი კონტრაქტი, ანდრეა პირლო მოდიოდა და მე „იუვესთვის“ პრობლემას შევქმნიდი. მე კი, არასდროს მსურს „იუვეს“ პრობლემა ვიყო.
– რა შეიცვალა ამ საღამოს, გამარჯვების სურვილსა და უბრალოდ „გამარჯვების მცდელობას“ შორის?
– ძლიერი გუნდი ვართ და უკეთესადაც შეგვეძლო, ვიდრე ვითამაშეთ. ჩვენ 9 სკუდეტო მოვიგეთ, ცოტა უკეთ რომ გვეთამაშა, უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებოდით, მაგრამ სპორტში შეიძლება ერთი წელი ცუდად წარიმართოს. როგორც „იუვენტუსის“ გულშემატკივარი მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და ყველას წინა ცხრა წლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს „იუვენტუსში“ ზუსტად 20 წლის გადავიდა და 684 თამაში აქვს ჩატარებული.